მორიელი სიის სათავეშია. ზოდიაქოს ამ ნიშანს განსაკუთრებულად უყვარს როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფების და ზოგადად სიტუაციის კონტროლი. მორიელს მოსწონს, როცა ინფორმაციას ფლობს. მას კულისებიდან თამაში უყვარს. შეიძლება ოთახში ისეთ ადგილას იჯდეს, რომ ვერავინ ამჩნევდეს, თუმცა თავად ყველას და ყველაფერს ხედავდეს. მორიელები უპირობო ლიდერები არიან.
ქალწული ზოდიაქოს ყველაზე პერფექციონისტი ნიშანია. იგი ყოველთვის საკუთარ თავზე იღებს სიტუაციის კონტროლს, რადგან ჰგონია, რომ საქმეს მისნაირად ვერავინ შეასრულებს. საქმე მისთვის განტვირთვა და სიამოვნებაა. უმოქმედოდ ცხოვრება არ შეუძლია. ზედმეტად კრიტიკული ნიშანია.
ლომს ძალიან უყვარს კონტროლი, თუმცა მეთოდი სხვებისგან განსხვავებულია. მისთვის კონტროლის დამყარება ყურადღების ცენტრში ყოფნას ნიშნავს. ლომს მართვაზე მეტად მოსწონს, როცა ხალხი მისით განცვიფრებული და აღტაცებულია. ცეცხლის ნიშანია, შესაბამისად, მუდამ სურს, რომ ასხივებდეს.
წყარო/ფოტო: Best Life
კომენტარები