NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

30 მარ 2023 ბიზნესი 146 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თიბისის“ მხარდაჭერით კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 4 აპრილს ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ ტარდება.

„თიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფესტივალის ფარგლებში შვეიცარიული არქიტექტურის ჩვენება შედგება, რომელსაც მოწვეული შვეიცარიელი არქიტექტორები გაუძღვებიან და აუდიტორიას კულტურული წარმატების ისტორიის კრიტიკულ ასპექტებს გააცნობენ. შეხვედრა სალექციო ფორმატში ჩატარდება, რომელიც ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას მოიცავს.

კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” მოიაზრებს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა, ახლა კი სარკისებრი პრინციპით თბილისში, შვეიცარიული პროგრამით ტარდება. პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ქსელის შექმნას.

1-10 აპრილის პერიოდში ფესტივალი ქართველი პუბლიკის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება, რომელიც მოიცავს კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას. ფესტივალი 1 აპრილს ფერდინანდ ჰოდლერისა და პაულ კლეეს იმერსიული გამოფენით აუდიო ვიზუალურ მუზეუმში, HOLOSEUM-ში გაიხსნება.

„თიბისი“ კონცეპტისთვის კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა ყოველთვის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელს ვუწყობდეთ კულტურულ ძვრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. სწორედ ამიტომ, შვეიცარიულ ფესტივალთან თანამშრომლობით ხელოვნების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს და გვჯერა, რომ შვეიცარიული და ქართული კულტურის დიალოგი მომავალში გრძელვადიანი პარტნიორობის საწინდარია“ – განაცხადა „თიბისი“ კონცეპტის მარკეტერმა სოფო კიკვაძე.

„თიბისი“ კონცეპტი მუდამ მზადაა კულტურულ ფესტივალებს უმასპინძლოს და ქართულ აუდიტორიას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, ხელოვნების მიმართულებით არაერთი საინტერესო სიახლე გააცნოს.

„ხიდი: თბილისი – ციურიხი“ 4 აპრილი, 2023 |18:00.

მისამართი: თიბისი კონცეპტი | კ. მარჯანიშვილის ქ. 7, მე-4 სართული. ღონისძიებაზე დასასწრება თავისუფალია. დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: conceptevents.ge

კომენტარები

TOP თიბისი კონცეპტი 2023-03-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP თიბისი კონცეპტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

შემდეგი სტატია

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7056 ლარი გახდა

ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7056 ლარი გახდა

ნინო ჩხეიძე 02 დეკ 2022
Global Finance- მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად  დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance- მა საქართველოს ბანკი 2022 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

თამუნა 02 ივნ 2022
გალტ & თაგარტმა საქართველოში კერძო კაპიტალის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა საქართველოში კერძო კაპიტალის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

ნინო ჩხეიძე 10 თებ 2023

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge