NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

30 მარ 2023 მსოფლიო 179 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის“, – ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა დმიტრი მურატოვმა BBC  ინტერვიუში განაცხადა.

„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ნორმალური ურთიერთობები აღარასდროს იქნება.

მისი თქმით, რუსეთში ხალხი დასხივებულია პროპაგანდის მიერ.

„დააჭერს პუტინი ბირთვულ ღილაკს თუ არა? ვინ იცის? ეს არავინ იცის. არ არსებობს ერთი ადამიანი, ვინც დანამდვილებით იტყვის. ჩვენ ვხედავთ, როგორ ამზადებს სახელმწიფო პროპაგანდა ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის. აქ სატელევიზიო არხებზე ბირთვული ომი და ატომური იარაღი რეკლამირებულია, თითქოს ისინი შინაური ცხოველების საკვების რეკლამას აკეთებდნენ. ისინი აცხადებენ: „ჩვენ გვაქვს ის რაკეტა, ეს რაკეტა, სხვა ტიპის რაკეტა“. ისინი საუბრობენ ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამიზნეზე, ბირთვული ცუნამის გამოწვევის შესახებ, რომელიც წალეკავს ამერიკას. რატომ ამბობენ ამას? რათა აქ ხალხი მზად იყოს. რუსეთში ხალხი პროპაგანდით არის დასხივებული და პროპაგანდა არის რადიაციის ტიპი, რომლის მიმართ ყველა მგრძნობიარეა და არა მხოლოდ რუსები.

ჩვენი ახალგაზრდა თაობა მშვენიერია. თითქმის მილიონმა რუსმა დატოვა ქვეყანა. ბევრი მათგანი, ვინც დარჩა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება უკრაინაში. ისინი ეწინააღმდეგებიან ჯოჯოხეთს, რომელიც იქ რუსეთმა შექმნა. ოპოზიცია ციხეშია. მედია საშუალებები დაიხურა. ბევრ აქტივისტს, სამოქალაქო პირს და ჟურნალისტს უცხოური აგენტის იარლიყი მიაწებეს.

პუტინს აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ესენი არიან მოხუცები, რომლებიც პუტინს საკუთარ შვილიშვილად აღიქვამენ, ვინც დაიცავს მათ და ვისაც ყოველთვიურად მოაქვს პენსია. ამ ხალხს სჯერა, რომ მათი ნამდვილი შვილიშვილები უნდა წავიდნენ, იბრძოლონ და დაიხოცონ. რუსეთში პოლიტიკური რეპრესიები გაგრძელდება რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგის მიმართ“, – აცხადებს დმიტრი მურატოვი.

კომენტარები

TOP დმიტრი მურატოვი 2023-03-30
ნინო ჩხეიძე
Tags TOP დმიტრი მურატოვი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

How To Order An Analysis Essay Online

შემდეგი სტატია

ისტორიული ფოტო

მსგავსი სტატიები

ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩავიდა

28 სექ 2017
ენტონი ბლინკენი: …რომელსაც რუსეთი ადრეც იყენებდა, მათ შორის საქართველოში

ენტონი ბლინკენი: …რომელსაც რუსეთი ადრეც იყენებდა, მათ შორის საქართველოში

ირაკლი შალიკაშვილი 18 მარ 2022
რადიაციის ზონაში არალეგალურად გადაღებული ექსკლუზიური ფოტოები

რადიაციის ზონაში არალეგალურად გადაღებული ექსკლუზიური ფოტოები

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge