„ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს.
თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ სულ სხვა ხარისხში აიყვანა ეს ყველაფერი და აშკარაა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.
აი ამ ამაზრზენ მეთოდს ხმარობენ, ამის პირდაპირი დასტურია ამ სამარცხვინო ადამიანის, კობახიძის სამარცხვინო განცხადება“ – გიგა ბოკერია.
ცნობისათვის, რუსთაველის გამზირზე, მარტში მიმდინარე აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს ბრალი წარუდგინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ბრალდებულმა ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
კომენტარები