NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

29 მარ 2023 კულტურა 312 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლიტერატურული პრემია „საბა“ ბექა ქურხულის წიგნის „უკრაინული დღიურების“ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. დღეს ცნობილი გახდა, რომ „საბას“ საორგანიზაციო კომიტეტმა კონკურსში ბექა ქურხულის წიგნის მიღებაზე უარი თქვა. კონკურსის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ავტორი და გამომცემელი, მწერლებმა – არჩილ ქიქოძემ და რეზო თაბუკაშვილმა კი, სოლიდარობის ნიშნად, თავიანთი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს.

„საბამ“ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერა და რომელშიც ხსნიან თავიანთ გადაწყვეტილებას.

„საბას“ წერილს, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერეს, News.ge უცვლელად გთავაზობთ. 

„მოგესალმებით,

დასაწყისისთვის დიდ პატივისცემას და მადლიერებას გამოვხატავთ იმ წვლილის გამო, რომელიც თქვენს გამომცემლობას შეაქვს ქართული ლიტერატურის განვითარების პროცესში. “საბას” არსებობის მანძილზე თქვენი გამომცემლობის არაერთი შესანიშნავი წიგნი ყოფილა ნომინანტთა თუ ლაურეატთა შორის.

აქვე გვინდა მცირე განმარტება და ინფორმაცია მოგაწოდოთ ბექა ქურხულის „უკრაინულ დღიურებთან“ დაკავშირებით, რომელიც 2023 წლის “საბას” პრემიაზე წარმოადგინეთ.

პირველყოვლისა, ძალიან გაგვაკვირვა წარმოდგენილ წიგნთა ნუსხაში ხსენებული ავტორის ხილვამ.

ავტორმა არაერთხელ საჯაროდ, სრულიად უკადრისი ფორმით პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. „ქუჩური გარჩევების“ სულისკვეთებით, ლიტერატორების ღირსების შემლახველი სიტყვებითა და მუქარით, ადამიანების დედის გინებით იგი თავად გავიდა ლიტერატურული და ზოგადად ადამიანური ეთიკისა და ქცევის ჩარჩოდან, ლიტერატურული პოლემიკისა და დისკუსიების სივრციდან.

„საბასთვის“, დღიდან დაარსებისა, არ არის უცხო მწვავე ლიტერატურული კრიტიკა, ჩვენ არათუ მივესალმებით, არამედ ხშირ შემთხვევაში თავად ვუწყობთ ხელს „საბას“ ირგვლივ სრულიად განსხვავებული ხედვებისა და პერსპექტივების გაჩენასა და წარმოჩენას. თუმცა არასდროს დავუშვებთ მრავალი ადამიანის მრავალწლიანი შრომითა და გარჯით მოპოვებული მონაპოვარი – ქართული ლიტერატურული პროცესი, თავისი აზრისა და ქცევის მაღალი სტანდარტით ერთი ავტორის მიერ საკუთარი კოლეგების ღირსების შემლახველ გინებამდე და ქუჩურ გარჩევებამდე დაეცეს. შესაბამისად, ლიტერატურული პრემია „საბა“ არ განიხილავს თქვენ მიერ წარმოდგენილი ავტორის წიგნს.

პატივისცემით,

საბა“

აქვე დავძენთ, რომ „საბა“ არის დამოუკიდებელი პლატფორმა, საკუთარი წესებითა და სტანდარტებით, მასში მონაწილეობა გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას, შესაბამისად, მინიმალური სტანდარტების დაცვასა და პატივისცემას.

ჩვენ სრულიად სამართლიანად არ ვაპირებთ ვიტვირთოთ იმ წიგნების მხატვრული შეფასება, რომელთა ავტორებიც წლების განმავლობაში პირდაპირი მნიშვნელობით დედას აგინებენ და ემუქრებიან პრემიის ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა წლებში ჟიურიში მომუშავე ადამიანებისა და პრემია „საბას“ დაცვა და, რაც მთავარია, თანმიმდევრული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების გაფრთხილება და ჯანსაღი ლიტერატურული პროცესის შენარჩუნება.”

კომენტარები

ბექა ქურხული საბა 2023-03-29
ნინო ჩხეიძე
Tags ბექა ქურხული საბა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

შემდეგი სტატია

ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

მსგავსი სტატიები

პამელა ანდერსონი გიორგი ქებურიას სათვალით გამოჩნდა

პამელა ანდერსონი გიორგი ქებურიას სათვალით გამოჩნდა

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
აჩი ფურ­ცე­ლა­ძე: გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე

აჩი ფურ­ცე­ლა­ძე: გადავწყვიტე გავყიდო ბინა, საბანკო ისტორია დავხურო და ისევ მოსკოვში წავიდე

ნინო ჩხეიძე 05 თებ 2022
ნატო გელაშვილი: ბედობას გილოცავთ (ვიდეო)

ნატო გელაშვილი: ბედობას გილოცავთ (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 02 იან 2023

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge