ფაქტები
2017 წელს ორბიტალური კლასის რაკეტა პირველად წარმატებით გამოიყენეს.
1987 წელს ვინსენტ ვან გოგის ცნობილი ნამუშევარი “მზესუმზირები” გაიყიდა 39,7 მილიონ დოლარად. ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე ნახატში გადაუხდიათ.
1981 წელს უცნობმა პირმა პრეზიდენტ რონალდ რეიგანისთვის სროლა სცადა.
1959 წელს ჩინეთიდან გაქცევის შემდეგ დალაი ლამამ ინდოეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
1949 წელს ისლანდიაში არეულობა მაშინ დაიწყო, როცა ისლანდიის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.
1870 წელს შეერთებულმა შტატებმა მე-15 შესწორება მიიღო, რომელიც მოქალაქეებს ხმის უფლების გარანტიას აძლევდა.
1867 წელს აშშ-მ ალასკა რუსეთისგან იყიდა.
1858 წელს ჰაიმან ლიპმანმა საშლელიანი ფანქარი დააპატენტა.
1796 წელს გერმანელმა მათემატიკოსმა კარლ ფრიდრიხმა ააგო პირველი ჰეპტადეკაგონი სახაზავისა და კომპასის გამოყენებით.
ცნობილი გამონათქვამები
“მსოფლიო უფრო დიდი საფრთხის წინაშეა მათგან, ვინც მოითმენს ან წაახალისებს ბოროტებას, ვიდრე მათგან, ვინც მას რეალურად სჩადის”, – ალბერტ აინშტაინი.
“დატანჯე მაყურებელი, ისე, როგორც შესაძლებელია”, – ალფრედ ჰიჩკოკი.
“პატიოსნება საუკეთესო პოლიტიკაა, როცა მასში ფულია”, – მარკ ტვენი.
ცნობილი ადამიანები
1853 წელს დაიბადა ნიდერლანდელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი.
1950 წელს დაიბადა შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი.
1968 წელს დაიბადა კანადელი მომღერალი სელინ დიონი.
წყარო/ფოტო: The Fact Site
კომენტარები