თხის რქა
თხის რქა ხშირად რჩება ოფისში გვიანობამდე, ტოვებს მეგობრის დაბადების დღეს, ავიწყდება ვახშამი, ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რომ იგი მთლიანად თავის საქმეშია ჩაფლული. ბუნებით უზომოდ შრომისმოყვარეა. მას უყვარს შრომა და უყვარს შრომის შედეგების მიღება. კომფორტის, სტაბილურობის შექმნისთვის იბრძვის. მატერიალისტი და პრაგმატული ადამიანია, ფუჭ ოცნებებს არ მისდევს. იცის რა უნდა და როგორ მიიღოს ის, რაც უნდა.
ქალწული
შეიძლება ისეთი ცეცხლოვანი ტემპერამენტი არ აქვს, როგორიც თხის რქას, თუმცა იგი მეტად მკაცრი და მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. ბევრს ფიქრობს მომავალზე და სურს, რომ უზრუნველი პირობები შეიქმნას. სრულყოფილებისკენ სწრაფვას იგი აკვიატებამდეც კი მიჰყავს. თუმცა კარგად შეუძლია დაგეგმვა, რისკების გათვლა, საჭირო ადამიანების შემოკრება. ისიც პრაქტიკული ნიშანია და შესაბამისი უნარებიც კარგად აქვს განვითარებული.
ლომი
ლომი ბუნებით ლიდერია. მას მოსწონს, როცა სხვების თვალში ავტორიტეტი აქვს. ყურადღების ცენტრში ყოფნა უვარს, უაღრესად თავდაჯერებულია. მას იზიდავს ლამაზი ნივთები, მდიდრული ცხოვრება, კომფორტი, საინტერესო ადგილები და იცის, რომ ამ ყველაფრის მისაღებად მატერიალურად ძლიერი უნდა იყოს, ამიტომ ამისთვის ბრძოლასაც არ იშურებს. სხვა ნიშნები ბრწყინავენ, როცა ბედნიერეი არიან, მაგრამ ლომი მაშინაა ბედნიერი, თუ იგი ბრწყინავს.
წყარო/ფოტო: Best Life
კომენტარები