NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

25 მარ 2023 საზოგადოება 229 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“22 წლის ვიყავი, როცა პირველი ლექცია ჩავატარე, ქართველ ახალგაზრდებს საკმაოდ კარგად ვიცნობ და მათი იმედი რომ არ მქონდეს, ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნებოდა”, – რას ფიქრობს ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე – რისმაგ გორდეზიანი ქართველ ახალგაზრდებზე – ამის შესახებ ის “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.

– 7-8 მარტის შემდეგ, საზოგადოება გაოცებული დარჩა: ყველას ეგონა, რომ ახალგაზრდებს ჩვენი ქვეყნის ბედი ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ მათ სრულიად საპირისპირო რამ დაამტკიცეს. თქვენ თუ ელოდით ამას?

– უკვე 60 წელია, ახალგაზრდებს ვასწავლი და მთელი ჩემი ცხოვრება ლექციებთან, სტუდენტებთან, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. არაერთგზის მინახავს, რა დიდი როლი შეასრულეს სტუდენტებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მახსოვს 1979 წელი, მახსოვს, როგორ დაიცვეს ახალგაზრდებმა მშობლიური ენა მაშინ, როცა მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მოეხსნათ. იმ დღეებში დაიწყო სტუდენტური გამოსვლები, რაც საოცარი ახალგაზრდული ენერგიის გამოხატულება იყო. სწორედ მაშინ, ახალგაზრდები პროპაგანდის ვეებერთელა მანქანას დაუპირისპირდნენ და აჯობეს – ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნეს, მერე იყო გამოსვლები დავით გარეჯის გამო, ხოლო 9 აპრილს, ჩვენმა გოგო-ბიჭებმა საქართველოს დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ამიტომ, მე ახლანდელი სტუდენტების აქტიურობაც არ გამკვირვებია: არ შეიძლება იმ ხალხის შვილები და შვილიშვილები საკუთარი ქვეყნის ბედის მიმართ გულგრილნი იყვნენ. ახლაც, ახალგაზრდებმა მათთვის ჩვეული გულწრფელობით თქვეს თავიანთი სათქმელი და მე ეს არ გამკვირვებია!

– სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ზოგიერთმა მათ “ათას ლარზე გაყიდული სტუდენტები” უწოდა, ამის თაობაზე რას იტყოდით?

– ეს დიდი შეცდომაა! შეცდომაა, როცა ცდილობენ, ახალგაზრდები გააკრიტიკონ, ამას ჯობია დაკვირვება და ანალიზი იმისა, თუ რატომ გამოვიდნენ სტუდენტები ქუჩაში, რამ განაპირობა მათი აღელვება. როდესაც ასეთი მღელვარება იწყება, გონიერი, დაკვირვებული ხალხის სწორი ანალიზია საჭირო, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით წავიდეს, რომ პროცესები სწორად წარიმართოს. მარტის აქციების შეფასებისას, ემოციურ ტალღაზე გაკეთებული არა ერთი განცხადება მოვისმინე და არ მომეწონა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც აქციის მონაწილეებს შორის ანგარებიანი და კორუმპირებულიც ყოფილიყო, გამონაკლისები ყველგან არიან, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების უმეტესობას გულწრფელი და ჯანსაღი მოტივები ამოძრავებდა.

– როგორ ფიქრობთ, ჩვენი საზოგადოებისთვის “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონის შეთავაზება მართებული იყო?

– ჩემი აზრით, ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რაღაც კანონს იღებს, პირველ რიგში, საზოგადოების შეხედულებებს და განწყობას ითვალისწინებს. როგორც მიმდინარე მოვლენებმა გვაჩვენა, ქართველი საზოგადოება არ იყო მზად ამ კანონის მისაღებად. მე თუ მკითხავთ, ეს კანონი ბევრს ვერაფერს შეცვლიდა, მაგრამ რადგან უარვყავით, რადგან არ მივიღეთ, აღარაა საჭირო მსჯელობა იმაზე, რა იყო კანონში ცუდი ან კარგი. მგონი, აჯობებს ვიფიქროთ, რომ ეს ფურცელი უკვე გადაიშალა და მის გამო კამათი და ნერვების აშლა არ ღირს.

ვრცლად

კომენტარები

TOP რისმაგ გორდეზიანი 2023-03-25
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რისმაგ გორდეზიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

შემდეგი სტატია

მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

მსგავსი სტატიები

საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ნინო ჩხეიძე 15 მაი 2021
ზარნაძე: არახამიასნაირები რო ყავს უკრაინას კიდე კარგად არიან

ზარნაძე: არახამიასნაირები რო ყავს უკრაინას კიდე კარგად არიან

ნინო ჩხეიძე 08 მარ 2022

13 ქალაქს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა

სოსო ელისაშვილი 10 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge