რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ამ ეტაპზე ის უკვე გადაყვანილია ბავშვთა საავადმყოფოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში. მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და პოლიპროფილურ კლინიკაში გადავიდა შემდგომი მკურნალობის მიზნით“, – განაცხადა გელაშვილმა.
კომენტარები