მონაკოს სამეფო ოჯახში პრინც ალბერსა და პრინცესა შარლენს შორის განხეთქილების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება.
მას შემდეგ, რაც ფრანგულმა ჟურნალმა Royauté-მ განაცხადა, რომ სამეფო წყვილი განშორების პროცესშია და ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, სპიკერმა უარყო ეს “ბოროტი ჭორები” და უწოდა სტატიას “სრულიად უსაფუძვლო”.
პარასკევს PEOPLE-თან საუბრისას, სასახლის წყაროებმა კატეგორიულად უარყვეს ჭორები. ”სტატია შედგება ძველი ისტორიებისგან, რომლებიც თავიდანვე არ შეესაბამებოდა სიმართლეს”, – თქვა უცნობმა წყარომ.
პრინცი ალბერტი და პრინცესა შარლინი, რომლებიც დაქორწინდნენ 2011 წლის ივლისში, ამჟამად მოგზაურობის გეგმებს აწყობენ. მათ შორის მაისში მეფე ჩარლზის კორონაციაზე დასწრებას გეგმავენ.
სამეფო წყვილს ორი შვილი ჰყავს, ტყუპები, პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა.
ამ წლების განმავლობაში ეს პირველი ჭორი არ არის, რომელიც ცოლ-ქმარს შორის არსებული განხეთქილების შესახებ ვრცელდება. ყვითელ პრესაში აქტიურად იწერება, რომ მათი ქორწინება მხოლოდ ფორმალობაა და წყვილი ერთმანეთს ვერ ეწყობა. მათ შორის იყო არაერთი სკანდალი. თუმცა დღემდე ინფორმაცია არ დასტურდება.
წყარო/ფოტო: The Fact Site
კომენტარები