NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

პაატა მანჯგალაძე: „ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს – კალიგულას გზას გაუყვებიან

21 მარ 2023 პოლიტიკა 144 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართულ ოცნებაში“ არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას მოსაზრებაზე, რომლის თანახმად, ხელისუფლება შესაძლოა, დაუბრუნდეს ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ვინც საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დააკარგინებს, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ „კალიგულას გზას გაუყვება“, თუმცა მთავარია პროცესში ქვეყანა გადარჩეს.

„ქართულ ოცნებაში არ დარჩა ერთი ადამიანი, რომელსაც რეალობის განცდა შეიძლება ჰქონდეს. თანდათანობით კალიგულას გზას გაუყვებიან თავდაღმართში, ოღონდ მთავარია ქვეყანა გარჩეს.

რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ და ინაშვილი ლაპარაკობდა იმას ლაპარაკობს დღეს კობახიძე. იმ დონემდე მივიდა კობახიძე, რომ ვუყურებ თარხან მოურავი უფრო პატრიოტია, ვიდრე კობახიძე.

საქართველოს, ვინც დააკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს! როგორც რუსულ კანონზე გამოვედით და ვამბობდით, სანამ არ შეიცვლება არ წავალთ, ასევ უნდა ვთქვათ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება არ წავიდეთ! ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზეც, რომლის თანახმად, იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა შესაძლებელი გახდეს, ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლების შეცვლის ალტერნატივა უნდა შეიმუშაოს.

მისი თქმით, მარგველაშვილის პოზიცია ლოგიკურია, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ვადამდელი არჩევნების მიღწევა.

„მესმის გიორგი მარგველაშვილის ლოგიკის, როდესაც დააყენა ასეთი საკითხი – თუ რუსული რეჟიმი ევროპას გვაკარგვინებს, რას ველოდებით 2024 წელს? – ეს კითხვა ლოგიკურია. მთავარი საკითხია, როგორ ვაღწევთ ვადამდელ არჩევნებს.

პოლიტიკოსი ხალხის გარეშე არავინ არის. გადაწყვეტილებას პოლიტიკოსი კი არ იღებს, ხალხი იღებს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები თუ არ იქნება, მანამდე არჩევნები არ მინდა, ესეც არ არის სწორი. ქვეყნის გადარჩენის და ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას. რისი პოლიტიკოსები ვართ, თუ ხალხს ვერ ვუხსნით სათქმელს, რომ ევროპა ნიშნავს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კოალიციური ოპოზიციის მოსვლას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აზრი თუ არა, მანჯგალაძე პასუხობს, რომ ყველა მოთხოვნას, „რა თქმა უნდა, აქვს აზრი“.

„მაგრამ საჭიროა მომზადება, ხალხისთვის სწორად ახსნა. ამ მიმართულებით სამუშაოა და მოუმზადებლად საკითხების დაყენება არ არის სწორი“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

კომენტარები

TOP პაატა მანჯგალაძე 2023-03-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

იენს სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ დემოკრატიული, წარმატებული საქართველო სურთ, რომელიც ევროატლანტიკურ რეგიონშია ინტეგრირებული – პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმებზე

შემდეგი სტატია

დღე ისტორიაში – 22 მარტი

მსგავსი სტატიები

ვოლსკი: ზედმეტია, აქ ახლა ვილაპარაკოთ იმაზე და თავი მოვიტყუოთ, რომ, როცა ქვეყანა ელჩს იწვევს მეორე ქვეყნიდან, იმასთან შეიძლება ურთიერთობა აღდგეს

ვოლსკი: ზედმეტია, აქ ახლა ვილაპარაკოთ იმაზე და თავი მოვიტყუოთ, რომ, როცა ქვეყანა ელჩს იწვევს მეორე ქვეყნიდან, იმასთან შეიძლება ურთიერთობა აღდგეს

ნინო ჩხეიძე 01 აპრ 2022
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

ნინო ჩხეიძე 07 თებ 2023
ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებენ და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ

ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებენ და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ

ირაკლი შალიკაშვილი 26 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge