“აბრეშუმის გალერეა” წარმოგიდგენთ მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციულ პროექტს. კურატორი თეა გოგუაძე.
გახსნა 22 მარტს, 19 საათზე
მის: ქ.თბილისი, მ.კოსტავას #59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა)
ფესვები:
ფესვები არის, მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის ერთობლივი, კონცეპტუალური ხელოვნების პროექტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხელოვნების მედიუმებს, როგორებიცაა: ფერწერა,გრაფიკა,ილუსტრაცია, ასამბლიაჟი, კოლაჟი, ინსტალაცია, პოეზია და მუსიკა. ეს პროექტი არის ერთგვარი კვლევა, რომელიც იძიებს კავშირს ზღაპრებსა და ადამიანურ ყოფას,ფსიქოლოგიას, ბუნებას, ბავშვობასა და მშობლობის კონცეპტს, სიყვარულსა და სიკვდილს შორის.
გამოფენა შედგება დაახლოებით 150 ნამუშევრისგან, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაშია შექმნილი. ნამუშევრების ნახვასთან ერთად დამთვალიერებელი ასევე შეძლებს მუსიკალური ალბომის მოსმენას, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა და ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებთან ერთად მუსიკალური კომპოზიციების მეშვეობით ტყის ზღაპარს მოგვიყვება.
გამოფენა გაიხსნება 22 მარტს 19:00-სთზე, Silk Factory Studio – „აბრეშუმის გალერეის“ დარბაზში (მ.კოსტავას 59, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა) და 28 მარტის ჩათვლით გარგრძელდება.

კომენტარები