NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

20 მარ 2023 ბიზნესი 174 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული პროექტების აქტიური მხარდამჭერია, რომელმაც აღნიშნულ სექტორთან თანამშრომლობით არა ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. სწორედ ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „ანკო“ სამგორში, მრავალბინიანი კომპლექსის ფარგლებში, ახალ  12 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 4.2 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 3.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც 4 298 კვ.მ ფართობზე აშენდება, გააერთიანებს ღია საპარკინგე ზონას, საბავშვო და სპორტულ მოედნებს. ამას გარდა, აღნიშნული ფართობიდან 2 400 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს დაეთმობა.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით სამგორში, ქინძმარაულის ქუჩაზე ახალ პროექტს განვახორციელებთ, რომელიც მშვიდ და მყუდრო ადგილას მდებარეობს. რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი კორპუსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება და მომხმარებლებს მათზე მორგებულ, ჰარმონიული ცხოვრებისთვის საუკეთესო და კომფორტულ სივრცეს  შევთავაზებთ. ამის შესაძლებლობას გამწვანებული გარემო გვაძლევს“, – აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, გიორგი ჯობავამ.

კომპანია „ანკო“ 2017 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოს ბანკთან პარტნიორობით უკვე არა ერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ამას გარდა, ახალი პროექტი ენერგოეფექტურობით და მომხმარებლებისთვის საუკეთესო შეთავაზებებით გამოირჩევა.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ბანკისა და კომპანია „ანკოს“ მიერ ახალი პროექტის განხორციელება. კომპანია, რომელიც თბილისში ევროპული სტანდარტების კორპუსს ააშენებს, მომხმარებლებს საუკეთესო გარემოს შეუქმნის. ბინის შეძენის მსურველები კი კომფორტულ და ჰარმონიულ სივრცეში ცხოვრებას ორ წელიწადში შეძლებენ“, – აღნიშნა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ანკო“ იმავე ტერიტორიაზე 2023 წლის ბოლომდე კომპლექსის პირველი ბლოკის მშენებლობას ასრულებს, რომლის ბინების 95% უკვე რეალიზებულია.

კომენტარები

TOP ანკო საქართველოს ბანკი 2023-03-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანკო საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

შემდეგი სტატია

რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

მსგავსი სტატიები

შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან თიბისი კონცეპტში

შეხვედრა ფოტოგრაფ ჯონ სტენმეიერთან თიბისი კონცეპტში

თამუნა 12 აგვ 2022
Samsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

Samsung Galaxy A9 – ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

04 დეკ 2018

BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

20 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge