NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

20 მარ 2023 საზოგადოება 186 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „ფეისბუქში“ წერს, რითაც მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.

„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე – რადგან ჩვენს მშობლებსა და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური „ფეიკკამპანიით“, რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?! რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…

გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოჰყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების ოჯახის რამდენიმე წევრი? მათ შორის, მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკ-ტოკზე „ნაცების“ მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე? მათ შორის, საკუთარი „ნაცი“ მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები? გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…

ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე, თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!“, – წერს წილოსანი.

ცნობისთვის, 19 მარტს რუბრიკა „ტურიკას წიგნების“ გადაცემის მსვლელობისას დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ, მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ემოციურად გამოეხმაურა.

ტურაშვილის თქმით, ხელისუფლების „ტროლებმა“ მის შესახებ არაერთი ცრუ ბრალდება გაავრცელეს და მას მიზანმიმართულად „აშავებენ“.

20 მარტს კი, მწერალი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „მე-17 სართული“ გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც დათო ტურაშვილი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

TOP ნინო წილოსანი 2023-03-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო წილოსანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

შემდეგი სტატია

პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

მსგავსი სტატიები

ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს

ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივნ 2021
“აზიური ფაროსანას გავრცელების რეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით”

“აზიური ფაროსანას გავრცელების რეგულირება შესაძლებელია სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით”

11 იან 2018
ხაშურიდან თბილისში გამოპარულ ბავშვს  ზოოპარკი დაათვალიერებინეს [ფოტოები]

ხაშურიდან თბილისში გამოპარულ ბავშვს ზოოპარკი დაათვალიერებინეს [ფოტოები]

23 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge