NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

20 მარ 2023 პოლიტიკა 247 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა – მხოლოდ პარლამენტიდან გასვლა ვერ გაასუფთავებს ამ ადამიანების თანამონაწილეობას ამ პროცესში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან მანდატების შესაძლო დატოვება შეაფასა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ცალსახად მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებაში” რღვევისა და ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” დეპუტატები პასუხისმგებლობას კი არ უნდა გაექცნენ, არამედ პარლამენტში უნდა დარჩნენ და მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ არ არიან “ქართული ოცნების” რუსული პოლიტიკის მხარეს.

“დეპუტატის მანდატის დატოვება არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩამოშლილია “ქართული ოცნება” ძალიან კარგია და მივესალმები ამას. ყველას, ვისაც აქვს მანდატი, უნდა შეინარჩუნოს და ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის რეალიზება მოახდინოს – დაუპირისპირდეს რუსეთისგან მომავალ გადაწყვეტილებებს და რეალურად ხალხს რაც უნდა, ის აკეთოს პარლამენტში. გაქცევა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ გაკეთილშობილდებიან ეს ადამიანები. გაქცევა სიმხდალეა, ღირსება არის დარჩენა და ბრძოლა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის,” – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება განათლების მინისტრის ცვლილებას, ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, ახალგაზრდებს ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება.

„მშიშარა და ჩამოშლის პირას მყოფი “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდებით დაელაპარაკება ახალგაზრდებს ან საგანმანათლებლო წრეებს და ამით რამეს გამოასწორებს. არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდება. ვიდრე ბატონი ამილახვარი დეპუტატი გახდებოდა, “ნაცმოძრაობის” გულშემატკივარი იყო და ახლა ფიქრობს, რომ მინისტრის პორტფოლიოში გადაბარგებით რამე პერსონალურ ბენეფიტს მიიღებს. ყველა ადამიანი, ვინც რუსული რეჟიმის დავალებებს შეასრულებს, სამწუხაროდ, ცხოვრების ბოლომდე მძიმე დაღის მატარებელი იქნება,“ – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

TOP 2023-03-20
ნინო ჩხეიძე
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

შემდეგი სტატია

სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

მსგავსი სტატიები

დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მეუბნებით, სად რა პრობლემა გაქვთ, ან მეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც

დანდობის, გაფრთხილებისა და მოფერების გარეშე მეუბნებით, სად რა პრობლემა გაქვთ, ან მეუბნებით, რომ ყველაფერი კარგადაა და თქვენც ბედნიერი იქნებით და მეც

ირაკლი შალიკაშვილი 11 ოქტ 2019
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ინაუგურაციაზე

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ინაუგურაციაზე

16 დეკ 2018
დავით უსუფაშვილი: ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა

დავით უსუფაშვილი: ეს უკვე ჩირგვებში დამალვის პოლიტიკაა

ნინო ჩხეიძე 10 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge