ყოველწლიური დღესასწაულის საპატივცემულოდ, რომელიც ცნობილია როგორც “დედის კვირა” და აღინიშნება დიდ ბრიტანეთში, წელს, 19 მარტს, უელსის პრინცესამ საკუთარი და მისი სამი შვილის ფოტო Instagram-ის ერთობლივ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ჩვენი ოჯახით თქვენს ოჯახს ვულოცავთ დედის დღეს” – დაწერა ქეითმა პოსტი, რომელშიც ჩანს, რომ ის ხეზე ზის პრინც ჯორჯის, პრინცესა შარლოტასა და პრინცი ლუის გვერდით.
ფოტოგრაფ მეტ პორტესის მიერ გადაღებულ სურათზე ქეითს თეთრი პერანგი, ლურჯი ჯინსი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი აცვია.
მეორე გაზიარებულ ფოტოზე ქეითს ხელში პრინცი ლუი უჭირავს და მას გულთბილად უღიმის.
წყარო/ფოტო: People
კომენტარები