“სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება იურიდიულად ბათილია, რუსეთი მათ არ ცნობს“, – ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ომის დანაშაულები რეალურად უკრაინამ ჩაიდინა და მათზე გამოძიება მიმდინარეობს“.
„სამართლებრივად ბათილად მივიჩნევთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ასევე არ ვაღიარებთ. კიევის რეჟიმის ყველა დანაშაული დაფიქსირებულია, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
კომენტარები