NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»“მაისის სტუდენტური მოძრაობა”: პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა

“მაისის სტუდენტური მოძრაობა”: პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა

19 მარ 2023 სამართალი 537 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა – ინფორმაციას ამის შესახებ “მაისის სტუდენტური მოძრაობა” ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს და წერს, რომ მარტის საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

მოძრაობა თსუ-სგან და პროფესორებისგან მოითხოვს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და ფაქტზე რეაგირებას:

“საპოლიციო რეჟიმი აქტიურ მოქმედებას იწყებს. ბოლო დროს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე სტუდენტების გასანეიტრალებლად სხვადასხვა გზებს ეძებენ. პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა. როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე,არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ.

გასაგებია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ არის სტუდენტების ინტერესების დამცველი. მათ არ აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი და საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ეს ფაქტი არის მიზანმიმართული რეპრესიების მაჩვენებელი, რის საშუალებასაც აძლევს უნივერსიტეტი სახელმწიფოს სტუდენტების წინააღმდეგ.

დაუშვებელია, სტუდენტებს უწევდეთ საუნივერსიტეტო სივრცეში ძალოვანი უწყებების პირისპირ ყოფნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების განმავლობაში აკადემიურ სივრცეში სისტემის მიერ ხელდასმული ადამიანები მუშაობდნენ. მათი ნაწილი დღესაც იკავებს მოწინავე თანამდებობეს და გამოირჩევიან სტუდენტების მიმართ აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით. აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირი გზავნილი სტუდენტებისთვის, რომ თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ არ აპირებს მიიღოს ეს მუქარა სტუდენტების მიმართ და მოვითხოვთ, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება მომხდარის ფაქტის შესახებ. გვითხრას, თუ რატომ მისცეს პოლიციას სტუდ-ქალაქში შესვლისა და პერსონალური ინფორმაციის მოპოვების უფლება. სხვა შემთხვევაში, საჯაროდ დაგმონ პოლიციის მოქმედება და მოითხოვონ საჯარო პასუხი.

გვჭირდება, პროფესორების მკაფიო პოზიციაც.
პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო

კომენტარები

პოლიცია 2023-03-19
ნინო ჩხეიძე
Tags პოლიცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო წილოსანი: რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს

შემდეგი სტატია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ავტომატების ლულების ქვეშ კრემლის მიერ ეს დადგმული “ქმედება” უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს ეწინააღმდეგებოდა …

მსგავსი სტატიები

ქუთაისში, პროკურატურასთან მოქალაქემ წუხელ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა

ქუთაისში, პროკურატურასთან მოქალაქემ წუხელ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა

ნინო ჩხეიძე 25 იან 2022
სუს-ის ინფორმაციით, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

სუს-ის ინფორმაციით, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

22 ნოე 2017
მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება – ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება – ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე

ირაკლი შალიკაშვილი 08 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

    მედია: გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

  • მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

    მეუფე შიო: ინებოს უფალმა, დავფიქრდეთ, რაოდენ დიდი მადლი და ჯილდო მოგვეცა ღვთისგან ეკლესიის და ავტოკეფალიის სახით

  • პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

    პენტაგონი: ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

  • ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

    ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ბელორუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს

  • სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

    სალომე ზურაბიშვილი: როცა საქართველო ევროპული გზის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზეა, პოლარიზაციის დაძლევის პროცესში ქართული ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია და ის ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს

  • მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

    მამა ლეონი ილია II-ის წერილზე: საპატრიარქო ღიად ირჩევს მხარეს და სამწუხაროდ, ეს მხარე რუსეთია

  • დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

    დათო მაღრაძის ახალი ლექსი – პოეტის ეპისტოლე – ეპოქის თარგმანი

  • კლასიკად ქცეული ფილმები

    კლასიკად ქცეული ფილმები

  • სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

    სხეულის მოხატვის ხელოვნება – უცნობი ფაქტები

  • დღე ისტორიაში – 26 მარტი

    დღე ისტორიაში – 26 მარტი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge