“”სვეტობა” – განმარტებისთვის დავწერ…
ბებიაჩემი გუგული იყო ასეთი… ლამაზი ჩახვეული აწეული შავი თმებით, მუნშტუკიანი სიგარეტით, “ჩერნაბურკით” მხრებზე და გრძელი შავი კაბით… მაგრამ “სვეტი” იყო არა იმიტომ, რომ სიგარეტს ეწეოდა ან გრძელ კაბას ატარებდა, არამედ იმიტომ, რომ მაგარი ოჯახი ქონდა, პირდაპირ მნიშვნელობით ძლიერი და ძალიან მკაცრი პრინციპების ქალი იყო! მაგარი შვილი, და, ცოლი, დედა და ბებია იყო! უმაგრესი მეგობარი და ნათესავიც იყო! ყოველთვის იყო სიმართლისა და ნიჭიერების დამცველი, ახლობლების საყრდენი და გვერდში მდგომი! ამასთან ერთად იყო ლამაზი და მაგრად მღეროდა! მის გარშემო თითქმის ყველა ასეთი იყო… ყველაფერს ამას ღირსეული = “სვეტი”ერქვა და ახლაც ასე ქვია!
სულ მესმის ამ “სვეტობაზე” საუბარი… წესით თუ ეს ტერმინი გვინდა, უნდა ნიშნავდეს – წარმატებულს საქმეში, პროგრესულად მოაზროვნეს, ანალიტიკური და კრეატიული უნარების მქონე გამორჩეულ ადამიანს… ამასთან ერთად აუცილებელია, რომ ამ ადამიანის ღირსება და საზოგადოებაში ქცევის ნორმები მაღალი სტანდარტის იყოს!
მხოლოდ მატერიალური ან გეოგრაფიული საცხოვრისის მიხედვით, ბოლო ტრენდზე გამოწყობილი და მატერიალური ნიშნებით გამორჩეული ადამიანი კი, შესაძლოა იყოს “ფინანსური ელიტა”(ვისთვის როგორ)… ნუ აგერევათ!!!
საზოგადოება, რომელიც მისაბაძი თავად არ არის და გარდა გაუთავებელი გარჩევებისა, არაფერში აქვთ მონაწილეობა მიღებული(ე.წ. სამზარეულოს ინეტლიგენცია)… გთხოვთ, დარჩით სახლში და უბრალოდ კარგი ოჯახის წარმომადგენლების სახელს დასჯერდით… არ არის ოჯახის წევრთა “კვოტით”, სუპერ “სვეტთა” იმიჯის მორგება საჭირო… თქვენი მაღალზნეობრივი, ღირსეული საქციელით უნდა მოოიპოვოთ ეს სახელი… ქცევის ნორმებია აქ მთავარი! მისაბაძი ამ კუთხით უნდა იყოთ… ისე კი უნდა იცოდეთ, რომ სასაცილოები ხდებით(ხალხი პირში გიცინით და ზურგს უკან დაგცინით) და ასე ბოლოს, მაქსიმუმ იომორინას სკეჩის კანდიდატები გახდეთ…
“სვეტები” სიკეთეს უნდა აფრქვევდნენ, ქველმოქმედები და შემწყნარებლები უნდა იყვნენ, სხვებს ეხმარებოდნენ და მაღალი ზნეობის მაგალითს უნდა აძლევდნენ ადამიანებს! ამდენი მორალის კითხვა და “ვსეზნაიკობაც” არავის სჭირდება! თქვენი საქმე გვაჩვენეთ და ჩვენით გაღიარებთ “სვეტებად”!” – წერს ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები