NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ლელა კაკულია: მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ

ლელა კაკულია: მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ

18 მარ 2023 საზოგადოება 147 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება სოციალური ქსელით ვრცელდება:

“უახლესი წინასწარმეტყველება, ჩაწერილია 2023 წლის 18 მარტს

ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტს სასამართლოს აუცილებლად გაუმართავენ. მე ბევრი წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ნიურნბერგის პროცესს“ ვერ ასცდება. კვლავ ვიმეორებ: პუტინს თითი უდევს ბირთვულ ღილაკზე და ვხედავ, კიდეც დააჭერს ხელს — გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, არის ამის გამკეთებელი. იქით ბომბებს ჩამოყრის პოლონეთში, აქეთ ბალტიისპირეთს დაეტაკება, საქართველოში კი მსგავსი არაფერი მოხდება. გამუდმებით ჩვენს კუთვნილ შავ ზღვას ვუყურებ ხედვებით და იქ სიმშვიდეს ვხედავ. საერთოდ, საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ისეთი კადრებით ივსება, რომელთა მომრევიც კაციშვილი არ არის დედამიწაზე.

მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ. ახალგაზრდები იკრიბებიან, ერთმანეთს ეძებენ და პოულობენ, ერთ ჯგუფად ყალიბდებიან. ბირთვი უკვე არსებობს, მერე კი პარტიასაც ჩამოაყალიბებენ. კოსმოსი მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ბავშვები კი არა, უფლის მებრძოლები არიან! ისინი ზუსტად შეასრულებენ კოსმოსის დავალებას და თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებათ. ვაი მათ, ვინც ამ ახალგაზრდებს მიეკარება! მეც ნელ-ნელა ისევ 1980-ანი წლების ლელა კაკულია ვხდები. ანუ ძალა ძალად რჩება და ვინც ამ ძალას დაუპირისპირდება, კოსმოსი უმალ თავს წააცლის, დაშლის და დაწვავს, იმიტომ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება — პლანეტის გადარჩენის საკითხები.

შავ ზღვაზე კი ნაწინასწარმეტყველები ბრძოლა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა იგი. ვისი და, ბოსფორის სრუტის გასაღებს რომ აართმევს აშშ თურქეთს, მერე რუსეთს აღარ შეუშვებს იქ. ამაზე ცხარე გარჩევები იქნება. ტყუილად უხარია რუსეთს აშშ-ში საბანკო კრიზისი. იმიტომ, რომ ეს ხელოვნური კრიზისია, უბრალოდ, ახლა ასე სჭირდება ამერიკას. როცა მოისურვებენ, მაშინაც დაუსვამენ წერტილს, როგორც წამოიწყეს, ისეც შეაჩერებენ ხელოვნურ კრიზისს. და კიდევ: ზოგი საქართველოს ძველი მთავრობის წევრის მცდელობა, დაბრუნდეს პოლიტიკაში, ფუჭია. ვერ დაბრუნდებიან, მათი დრო წავიდა”.

კომენტარები

ლელა კაკულია 2023-03-18
ნინო ჩხეიძე
Tags ლელა კაკულია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შემდეგი სტატია

თამთა მეგრელიშვილი: ბატონი ირაკლი კობახიძის სალექციო კურსთან და ზოგადად სალექციო ფორმატთან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს

მსგავსი სტატიები

დავით ბერძენიშვილი: ესე­ნი ახლა ერ­თმა­ნეთს, რომ ეჯიბ­რე­ბი­ან, ვინ უფრო მა­გა­რი ქლე­საა

დავით ბერძენიშვილი: ესე­ნი ახლა ერ­თმა­ნეთს, რომ ეჯიბ­რე­ბი­ან, ვინ უფრო მა­გა­რი ქლე­საა

ნინო ჩხეიძე 14 ივნ 2022
რაჭაში სოფელ ღების ნაწილთან დაკავშირება ამ დრომდე შეზღუდულია

რაჭაში სოფელ ღების ნაწილთან დაკავშირება ამ დრომდე შეზღუდულია

15 ივლ 2018
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა და …

ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა და …

ნინო ჩხეიძე 29 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge