NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თეა აბაშმაძე: მაგრად იყავი დათო, შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმ ხალხს, ვინც გაგიმხნევებია მძიმე მომენტში და გვერდში დადგომიხარ

თეა აბაშმაძე: მაგრად იყავი დათო, შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმ ხალხს, ვინც გაგიმხნევებია მძიმე მომენტში და გვერდში დადგომიხარ

18 მარ 2023 საზოგადოება 1823 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ჩემი წარსული ცხოვრების ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში, როცა ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა, პატარა სილამაზის სალონი გავაკეთე წვალებით და რაღაცნაირად გაგვქონდა თავი. ერთხელაც, მენეჯერი მეუბნება ვიღაც კაცი გკითხულობსო. გამოვედი და ვხედავ დათო ტურაშვილი დგას სალონის ფოიეში. დათოს კი ვიცნობდი, მაგრამ არ იყო ჩემი ახლო მეგობარი და გამიკვირდა მისი დანახვა, თუმცა სიხარულით შევხვდი და ჩამოვჯექით სალაპარაკოდ. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ვსაუბრობთ, ძალიან გულღია ადამიანია, ვინც იცნობთ გეცოდინებათ. ხოდა, თან ვატყობ, რომ ნერვიულობს, აშკარად რაღაც საქმეზეა მოსული და უჭირს თქმა. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: – ვხვდები, რომ რაღაცის სათქმელად მოხვედი და მითხარი, არ მოგერიდოს-თქო. ჯიბიდან ამოიღო კონვერტი და დარცხვენილი სახით მაწვდის, გეხვეწები სწორად გამიგე რასაც გეტყვიო. შენზე ხშირად ვფიქრობო, წარმოვიდგენ მე რომ დამიჭირონ ჩემს ცოლს რა ეშველებაო, რამხელა ტვირთის ტარება მოუწევსო, ხოდა გულმა ვეღარ მომითმინა, გუშინ ჰონორარი ავიღე ჩემს წიგნში და მინდა რომ გადმოგცე, ცოტათი მაინც წაგეხმაროო.
ეხლაც თვალწინ მიდგას, თავდახრილი როგორ მეუბნეოდა ამას, ხელში კონვერტით. ძალიან გავოცდი, თან ცრემლები მომადგა გული ისე ამიჩუყდა, გადავეხვიე და ვუთხარი – მადლობა დათო, მართლა არ მჭირდება, მაქვს საკმარისი შემოსავალი-თქო. მენეჯერს აღრიცხვის ჟურნალიც კი მოვატანინე, რომ მეჩვენებინა ჩემი ყოველდღიური შემოსავალი, ბევრი არა, მაგრამ რაც იყო, ხომ იყო და მინდოდა დაენახა, რომ ასე თუ ისე ვირჩენდით თავს. – ვერ გამოგართმევ დათო, შენც ოჯახი და წვრილშვილი გყავს, მაგრამ ჩემთვის იგივეა, რომ გამოგართვი, შენც ასე ჩათვალე რომ მომეცი ეს ფული და მშვიდად იყავი, ხომ ხედავ ფეხზე ვდგავარ და აღარ ინერვიულო ჩვენზე-თქო.
ძალიან უხერხულად იყო, არ იცოდა რა ექნა, თან ახალი გადატანილი ქონდა გულის შეტევა და ვიცოდი მისთვის არ შეიძლებოდა აღელვება. არ ვიცოდი, როგორ მეგრძნობინებინა ჩემი მადლიერება იმ ადამიანობისთვის რაც გამოამჟღავნა, რაღაც სიტყვებს ვეუბნებოდი, მადლობებს, მაგრამ მაინც უხერხულად იყო და მალევე წავიდა.
ეს ამბავი არავინ იცის ჩვენს გარდა, მას მერე ალბათ 15 წელი გავიდა, მაგრამ არ დამვწყებია, ეხლაც ცოცხლად მახსოვს მისი გულწრფელი საქციელი და შეწუხებული სახე, როგორ ნერვიულობდა, რომ თავი დამცირებულად არ მეგრძნო, რადგან ფულს მთავაზობდა.
დათოს ქალიშვილის პოსტი შემხვდა ეხლა, ნერვიულობს მამის მდგომარეობის გამო, შავ პიარს უგორებენო. თან ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონია თურმე დათოს და გულმა არ მომითმინა, ეს ამბავი არ მეთქვა საჯაროდ. მას მერე აღარ შემხვედრია დათო, არც მისაუბრია, მაგრამ სულ ვფიქრობდი, თუ შემხვდებოდა, კიდევ მომეხადა მისთვის მადლობა მაშინდელისთვის. მინდა იცოდეს, რომ მახსოვს მისი ადამიანობა და არაფერი არ შემაცვლევინებს მის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. დათო არის ნამდვილი ადამიანი, გულწრფელი და მართალი. მე არ ვარ მისი ახლო მეგობარი, რომ ვინმემ მიკერძოებაში ჩამითვალოს მისი ქება. ზუსტადაც უცხოსთან მოვიდა დასახმარებლად, თვითონ რა ჰქონდა, მაგრამ მე მიყოფდა… ეხლაც ცრემლები მომადგა ამ ამბის გახსენებისას. მთელი გულით ვუხდი დათოს მადლობას, მაშინდელი მხარდაჭერისთვის. ეს გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვიდრე მატერიალური დახმარება, გულწრფელი თანაგრძნობა მეტს გეხმარება, ვიდრე ფული, ეს ასეა ნამდვილად. ვუსურვებ დათოს ჯანმრთელად ყოფნას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას. მინდა საჯაროდ მივმართო და ვუთხრა: – მაგრად იყავი დათო, შენნაირი ადამიანები ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმ ხალხს, ვინც გაგიმხნევებია მძიმე მომენტში და გვერდში დადგომიხარ. ჩემთვის ადამიანობის მაგალითი ხარ.

კომენტარები

დათო ტურაშვილი თეა აბაშმაძე 2023-03-18
ნინო ჩხეიძე
Tags დათო ტურაშვილი თეა აბაშმაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის გენპროკურორი ანდრეი კოსტინი: მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან პუტინთან ხელის ჩამორთმევამდე

შემდეგი სტატია

ჟოზეფ ბორელი: პუტინის დასაკავებლად ორდერი რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის პროცესის მხოლოდ დასაწყისია

მსგავსი სტატიები

სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობების გამო, თავშესაფრებში ყოფნა მხოლოდ რამდენიმე საათითაა შესაძლებელი – რამდენი თავშესაფარია საქართველოში

სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობების გამო, თავშესაფრებში ყოფნა მხოლოდ რამდენიმე საათითაა შესაძლებელი – რამდენი თავშესაფარია საქართველოში

ნინო ჩხეიძე 17 სექ 2022
საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო

საბერძნეთის ოფიციალურმა ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო

ნინო ჩხეიძე 02 აპრ 2020
დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ევროკავშირის დროშის წარმოშობის წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური საეკლესიო ტრადიციით შესრულებული ქანდაკება

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ევროკავშირის დროშის წარმოშობის წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური საეკლესიო ტრადიციით შესრულებული ქანდაკება

ნინო ჩხეიძე 14 მარ 2023

უახლესი ამბები

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

  • განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

    განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

  • ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

    ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

  • “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

    “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge