NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»თამთა მეგრელიშვილი: ბატონი ირაკლი კობახიძის სალექციო კურსთან და ზოგადად სალექციო ფორმატთან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს

თამთა მეგრელიშვილი: ბატონი ირაკლი კობახიძის სალექციო კურსთან და ზოგადად სალექციო ფორმატთან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს

18 მარ 2023 საზოგადოება 128 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ბატონი ირაკლი კობახიძის სალექციო კურსთან და ზოგადად სალექციო ფორმატთან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილ კანდიდატს გიორგი მუმლაძეს, თუ არა პოლიტიკური,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გიორგი მუმლაძე გარედან ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძის ლექციაზე შეპარულ პროვოკატორებს, რომელთაც გვერდს უმაგრებდა საგანგებოდ ამ პროვოკაციის გასაშუქებლად მისული „მართალი სიტყვის მთქმელი“ მთავარი არხი.

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს უნივერსიტეტის და ილიაუნის კონკრეტულმა სტუდენტებმა ბატონი ირაკლი კობახიძის ავტორობითა თუ თანაავტორობით გამოცემული წიგნები დაწვეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დააბრალეს.

დღეს კი მას ლექციაზე კონკრეტულმა პირებმა მისთვის და სტუდენტებისათვის უცნობი პირი, თორნიკე შუკაკიძე შეუგზავნეს და პროვოკაციის მოწყობა სცადეს.

არაფერი გამოვიდა, ლექცია ჩვეულ ფორმატში ჩატარდა, უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის! ხელწერა კიდევ ერთხელ ამოვიკითხეთ, აბა ბატონი ირაკლი კობახიძის სალექციო კურსთან და ზოგადად სალექციო ფორმატთან საერთოდ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილ კანდიდატს გიორგი მუმლაძეს, თუ არა პოლიტიკური.

ის გარედან ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძის ლექციაზე შეპარულ პროვოკატორებს რომელთაც გვერდს უმაგრებდა საგანგებოდ ამ პროვოკაციის გასაშუქებლად მისული “მართალი სიტყვის მთქმელი” მთავარი არხი.

ასე დაგეგმილად, ყველა ერთად, დამკვეთი, შეგზავნილი პროვოკატორი და პარტიული მედია, წავიდა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, მაგრამ ყველამ ერთად სტუდენტებისაგან საკადრისი პასუხი მიიღეს და გაძევებულნი იქნენ აუდიტორიიდან.

ეს პოლიტიკური პერფორმანსი 5000 ლარი დაჯდა! დიახ, 5000 ლარად გაიყიდა ახალგაზრდა კაცის, თორნიკე შუკაკიძის კაცობა„ნაციონალური მოძრაობის“ შავ პოლიტიკაში. დიახ, თორნიკე შუკაკიძე, რომელიც დიდი კანონმორჩილებით არ გამოირჩევა და რომელიც თანატოლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამოა ნასამართლევი, 5000 ლარის სანაცვლოდ მოწყობილ პოლიტიკურ სანახაობას როგორც ჩანს დიდი ფიქრის გარეშე დათანხმდა.

ეს რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს არის ფაშიზმი თანამედროვეობაში. „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ყველას ჩამოგვიაროს და პოლიტიკური ნიშნით ჩვენზე იძიოს შური. ამ ყველაფერზე საჭიროა დროული და სათანადო რეაგირება. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერა იყო და დღესაც ამადვე რჩება და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ყველაფერს საზღვარი აქვს!“ – წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

კომენტარები

თამთა მეგრელიშვილი 2023-03-18
ნინო ჩხეიძე
Tags თამთა მეგრელიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლელა კაკულია: მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ

შემდეგი სტატია

პირველად სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პუტინი ყირიმში ჩავიდა

მსგავსი სტატიები

ელექტრომომარაგება 11 მაისს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 11 მაისს დროებით შეიზღუდება

10 მაი 2018
წავკისში დაჭრილის მამა – ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა

წავკისში დაჭრილის მამა – ვიღაც გადმოვიდა მანქანიდან ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა

24 დეკ 2018

ჯანელიძე ქართულ დიასპორას: მინდა გრძნობდეთ, რომ სამშობლო თქვენ გელოდებათ

29 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge