NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»მედია: შეიცვლება თუ არა 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლი?

მედია: შეიცვლება თუ არა 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლი?

17 მარ 2023 სამართალი 297 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უგონოდ მყოფი 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ახლობლებმა 17 მარტის ღამეს, დაახლოებით ორი საათისკენ, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს. მოზარდს ოჯახი და მეზობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბავშვს ყელტან მცირე დაზიანება ჰქონდა, რადიო თავსუფლების ინფორმაციით, იმდენად უმნიშვნელო, რომ ის არ უნდა გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების ერთ-ერთ მთავარ ვერსიად სახელდება საკვებით ასფიქსია. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა ასეთ მცირე დროში შეუძლებელია, საბოლოო დასკვნა კი გამოძიებას, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გადაეგზავნება.

“რადიო თავისუფლების” ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალოს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე ამ ინფორმაციას ოფიციაურად არ ადასტურებს.

ვრცლად

კომენტარები

TOP გარდაცვალება 2023-03-17
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გარდაცვალება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მირიან ხოსიტაშვილი: მალე ქართული დამწერლობის მუზეუმს გავხსნით, ორიგინალური, ცვალებადი ექსპოზიციითა და ძალიან საინტერესო დიზაინით

შემდეგი სტატია

ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა

მსგავსი სტატიები

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

10 ივლ 2018
შსს: არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბიძა და ბაბუა

შსს: არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ბიძა და ბაბუა

ნინო ჩხეიძე 02 აგვ 2020
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

29 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

    უკრაინის თავდაცვის ძალები: ავდიივკა შესაძლოა, უახლოეს მომავალში მეორე ბახმუტად იქცეს

  • პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

    პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე აბრუნებს

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge