თხის რქა
თხის რქები იმუშავებენ მანამ, სანამ მათი საწვავის დონე არ ამოიწურება. თუმცა ისინი ამის შემდეგაც განაგრძობენ მუშაობას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხშირად განიცდიან სტრესსა და დეპრესიას. მას მოსწონს წარმატების დევნა, ძალიან ამბიციურია, საკუთარი თავისგან ზედმეტად ბევრს მოითხოვს და მკაცრი დისციპლინა აქვს. ამ ყველაფრის კეთება კი მარტივი არ არის. უმჯობესია, თხის რქამ უფრო მეტი დრო დაუთმოს განტვირთვასა და დასვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწვის სინდრომი გარანტირებული აქვს.
თევზები
თუ თვლით, რომ თევზები თავშეკავებული და გაწონასწორებული ზოდიაქოს ნიშანია, ძალიან ცდებით. იგი სუპერმგრძნობაირეა, ზედმეტად ემოციური, ადამიანის ენერგიას შთანთქავს. იგი არა მხოლოდ საკუთარი, სხვისი უარყოფითი განცდებითაც კი ისტრესება, რადგან ყველაფერს განიცდის. მიდრეკილია დეპრესიისკენ და ხშირად არის აგონიაში. უჭირს რეალობასთან შეგუება და თავს წარმოსახვას აფარებს.
ქალწული
ქალწული პედანტი ზოდიაქოს ნიშანია. მისი მოთხოვნილება, იყოს მუდმივად იდეალური, ზედმეტად ღრმად ითრევს და ძაბავს მის შინაგან სამყაროს. ამის გამო აწუხებს შფოთვები, სტრესი, დეპრესია. როგორც კი წრეზე იწყებს სიარულს, გაჩერებას ვეღარ ახერხებს. მართალია, პრაგმატული და პრაქტიკული ნიშანია, თუმცა ეს ვერ იცავს უარყოფითი ემოციებისგან, პირიქით უფრო მეტად იხლართება მასში.
წყარო/ფოტო: Best Life
კომენტარები