ლინდსი ლოჰანი მალე დედა გახდება!
ყველასათვის საყვარელი მსახიობი, რომელიც ბავშვობიდან ვარსკვლავურად მოევლინა დიდ ეკრანებს, ფეხმძიმედაა. მან ეს სასიხარულო ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. ლინდსი 36 წლისაა, იგი ივლისში დაქორწინდა, ხოლო მისი ნიშნობა 2021 წლის ნოემბერში შედგა.
მსახიობმა მაყურებლის გული 12 წლის ასაკში დაიპყრო, როდესაც ითამაშა ლეგენდარულ ფილმში “ხაფანგი მშობლებისთვის”. ლინდსიმ ტყუპი დების როლი შეასრულა. წარმატებულ კინოკარიერას დაღმასვლა მოჰყვა. იგი წლების განმავლობაში ფილმებში აღარ თამაშობდა. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. ამას შემდეგ იყო პაპარაცული სკანდალები და დაპატიმრება, თუმცა მსახიობმა მენტალურ პრობლემებთან ბრძოლაში გაიმარჯვა და ეკრანებს კვლავ დაუბრუნდა.
ლინდსის ერთგული გულშემატკივრები ახალი ამბით ძალიან ბედნიერები არიან.
წყარო/ფოტო: People
კომენტარები