ფაქტები
1990 წელს მიხეილ გორბაჩოვი აირჩიეს საბჭოთა კავშირის პირველ პრეზიდენტად.
1985 წელს ინტერნეტში პირველი დომენი დარეგისტრირდა.
1972 წელს “ნათლიას” პირველი ნაწილის პრემიერა, რომელშიც მთავარ როლებს მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო ასრულებენ, ნიუ-იორკში შედგა.
1968 წელს ჯიმი ჰენდრიქსი ჟურნალმა LIFE “მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივ გიტარისტად” დაასახელა.
1959 წელს რობერტ ფოსტერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავებაში.
1956 წელს მიუზიკლი “ჩემი მშვენიერი ლედი” შედგა ბროდვეის თეატრში, ნიუ-იორკში.
1922 წელს ფუად I ეგვიპტის მეფე გახდა.
1820 წელს მეინი გახდა 23-ე შტატი, რომელიც შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1493 წელს მკვლევარმა კრისტოფერ კოლუმბმა დაწერა წერილი თავისი მოგზაურობის შესახებ ახალ სამყაროში.
ძვ.წ 44 წელს იულიუს კეისარი მოკლეს.
ცნობილი გამონათქვამები
„როდესაც ლამაზ გოგოსთან ერთად ხარ, გგონია, რომ ორი საათი მხოლოდ ერთი წუთია, მაგრამ, თუ ცხელ ღუმელს თითს მიადებ, წუთი საუკუნედ მოგეჩვენება. ასეთია ფარდობითობის თეორიაც”, – ალბერტ აინშტაინი.
წყარო/ფოტო: The Fact Site
კომენტარები