ტყუპები
ტყუპები ზოდიაქოს ყველაზე სოციალური წარმომადგენელია. მას უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კავშირების დამყარება, თუმცა მიუხედავად ამისა, შინაგანად დაძაბულია, რადგან სურს, რომ პოზიციები მუდმივად შეინარჩუნოს და საკუთარი შიშები თუ შფოთვები დამალოს. კომპლექსური ნიშანია, საკუთარ თავში ბევრ ასპექტს აერთიანებს, შესაბამისად, მისთვის რთულია ბოლომდე გაერკვეს საკუთარ იდენტობაში და სწორედ ეს უქმნის დაძაბულობას.
ქალწული
ქალწულები სრულყოფილების მუდმივ ძიებაში არიან და უყვართ, როცა რაღაც სასარგებლოს აკეთებენ. თუმცა პერფექციონისტული მიდრეკილებები ხშირად პედანტურ ჩვევებში ეზრდებათ, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანია როგორც მათთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი თავისა თუ გარემოს იდეალურ მწყობრში ჩაყენების იდეა დაძაბულობას ქმნის და იწვევს შფოთვებს, სტრესსა და დეპრესიას.
მორიელი
საიდუმლო არ არის, რომ მორიელები ბევრს ატარებენ მხრებზე. წყლის ნიშანია, შესაბამისად, ძალიან ემოციურია და ყველაფერს გამძაფრებულად გრძნობს. სიტუაციის მუდმივად კონტროლის ქვეშ აყვანის მოთხოვნილება, მის აურას დაძაბულსა და ნეგატიურს ხდის. მორიელს არ შეუძლია მოდუნება, უკან დახევა, დროებით უარის თქმა საკუთარ სურვილებზე, ამიტომ მუდმივად დაძაბულია და ცდილობს სადავეები ხელიდან არ დაუსხლტეს.
წყარო/ფოტო: Best Life
კომენტარები