NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა მდინარაძე: რადგან კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია

მამუკა მდინარაძე: რადგან კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია

09 მარ 2023 პოლიტიკა 176 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ფორმალურ და ტექნიკურ საკითხებზე აქცენტის გადატანა აბსოლუტური სპეკულაციაა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ე.წ. აგენტების შესახებ ერთი კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, ამიტომ ტექნიკურად მისი უკან გაწვევა შეუძლებელია ისევე, როგორც დაჩქარებული წესით განხილვაც შეუძლებელია.

„კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს, სხვაგვარი დათქმა არ არის. განმარტებას გავაკეთებ, რომ სპეკულაციები მორჩეს, თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე, თუკი ამით აპირებენ რაღაც მუხტის გაზრდას. აბსოლუტური სპეკულაციაა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე ახლა საკითხების გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება ახლა, რომ ვერავინ წაიღებს უკან. ხალხის პროტესტზე თუა რაღაც საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემთხვევაში. ეს წარმოუდგენელი რამეა. მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი – წმინდა ტექნიკური და ფორმალური თვალსაზრისითაც მინდა განგიმარტოთ, რომ პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა და ერთი კანონის შემთხვევაში ასე მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვა არის შეუძლებელი, იგივე რეგლამენტი თანახმად. აქედან გამომდინარე, წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით, შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი, რომ კანონი გაიწვიოს და შემდეგ მოუნდეს ფორმალური საკითხების გამოყენება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

TOP მამუკა მდინარაძე 2023-03-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მამუკა მდინარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დმიტრი პესკოვი: საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს

შემდეგი სტატია

მამუკა მდინარაძე: საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გავა და ჩავარდება

მსგავსი სტატიები

„ე, ბიჭო, სანამ ასეთ სისულელეს შემოგვტენით, მანამდე ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ არ შეიძლება?“

„ე, ბიჭო, სანამ ასეთ სისულელეს შემოგვტენით, მანამდე ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ არ შეიძლება?“

სოსო ელისაშვილი 16 ოქტ 2018
მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 29 ივნ 2022
12 ივლისს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავენ

12 ივლისს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავენ

05 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge