NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ – მივმართავთ პარლამენტს, დროულად თქვას უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ – მივმართავთ პარლამენტს, დროულად თქვას უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე

28 თებ 2023 პოლიტიკა 194 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტებს აკრიტიკებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მიიჩნევს, რომ კანონის მიღება, დიდი ალბათობით, გახდება საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ მოუწოდებენ პარლამენტს, უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე.

„საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში გაერთიანებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ გამოვხატავთ პროტესტს, მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტების პარლამენტში წარდგენის გამო.

მივმართავთ პარლამენტს, დროულად თქვას უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კანონის მიღება, დიდი ალბათობით, გახდება საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი. აღნიშნულზე არაორაზროვნად მიგვანიშნეს ყველაზე მაღალი ევროპული ტრიბუნებიდან.

არავის აქვს უფლება, გადადგას ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის, ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.

კანონის მიღებას და, შესაბამისად, ანტიდასავლურ ნაბიჯს მოჰყვება საქართველოსთვის მძიმე შედეგი არა მარტო პოლიტიკური, დემოკრატიული განვითარების შეფერხების კუთხით, არამედ ასევე ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მორყევის, ეკონომიკური, მათ შორის გარე ინვესტიციების მკვეთრად შემცირებისა და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის დამძიმების თვალსაზრისითაც.

ბუნებრივია, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს დაეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ქართველი ერის მომავალზე.

ვართ მზად, მივიღოთ მონაწილეობა დისკუსიებში, მათ შორის პარლამენტში, რათა პრინციპების დონეზე ავხსნათ ჩვენი პოზიცია პროცესის ზიანის მასშტაბებისა და მისი დროულად დასრულების აუცილებლობის თაობაზე და, ამგვარად, გამოვიყენოთ დიდი თუ მცირე შესაძლებლობა ქვეყნის პოზიტიური, პროდასავლური განვითარებისთვის“,-აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები

TOP საქართველოს ეროვნული პლატფორმა 2023-02-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP საქართველოს ეროვნული პლატფორმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

CNN: მოლდოვის ოფიციალური პირები დასავლეთს აფრთხილებენ, რომ მათი ქვეყანა პუტინის შემდეგი სამიზნე შეიძლება იყოს

შემდეგი სტატია

დღეს ლეგენდარული მსახიობის დაბადების დღეა – რამაზ ჩხიკვაძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

მსგავსი სტატიები

ქვეყანას საფრთხეს უქმნის ის რეაქცია, რომელიც ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან”

ქვეყანას საფრთხეს უქმნის ის რეაქცია, რომელიც ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან”

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივლ 2019
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ

ირაკლი შალიკაშვილი 07 სექ 2020
სერგეი ლავროვი: რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა

სერგეი ლავროვი: რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა

ნინო ჩხეიძე 06 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

    „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს, რისი მიზეზიც რუსეთიდან მოწოდების პრობლემაა

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

    ირაკლი ღარიბაშვილი: სასიამოვნო იყო ჯეიკ სალივანთან შეხვედრა – განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა

  • პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

    პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

  • პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

    პაატა მანჯგალაძე: კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა

  • ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

    ანი­ტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანს: “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

  • შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი  (ვიდეო)

    შიმშილის თამაშების ახალი ფილმის მორიგი ტრეილერი (ვიდეო)

  • მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

    მედია: განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებს სთხოვა, სტუდენტების დავალიანება საკუთარი სახსრებით გაუნულონ – რადიო თავისუფლების წყარო

  • თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

    თეა წულუკიანი: გარეთ მდგარ ერთ მუჭა ხელოვანებს, ვუსამძიმრებ კრახს

  • დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

    დავით ბერძენიშვილი: როგორც ჩანს, შიში აქვთ, რომ ხელისუფალნიც აღმოჩნდებიან სანქციების ქვეშ, საკმაოდ შეშინებული ჩანდა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ხელმძღვანელობა

  • მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

    მედია: ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge