NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»“1937 წლის ერთერთ საღამოს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “ლატავრას” გენერალური რეპეტიციის შემდეგ…”

“1937 წლის ერთერთ საღამოს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “ლატავრას” გენერალური რეპეტიციის შემდეგ…”

22 თებ 2023 კულტურა 165 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
1937 წლის ერთერთ საღამოს ზაქარია ფალიაშვილის ოპერის “ლატავრას” გენერალური რეპეტიციის შემდეგ თეატრის მთავარი დირიჟორის ევგენი მიქელაძის სამუშაო კაბინეტში გაიმართა მსჯელობა, შეკრებას ცხადია თავად მაესტრო უძღვებოდა. უეცრად კარი გაიღო და მოახსენეს, რომ მასთან შეხვედრა სურდათ. მიქელაძემ დარბაისლურად უპასუხა – ეგებ ცოტა მოითმინონო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კარი ისევ გაიღო და ამჯერად უკვე ჩეკა-ს ფორმიანმა “მწვანექუდიანმა” უბრძანა – გარეთ გამობრძანდითო. მიქელაძე როგორც ჩანს მიხვდა, რისთვის “შეაწუხეს” ღამის თორმეტ საათზე და კარისკენ გაემართა. მე იქვე კართან კუთხეში ვიჯექი და გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი “შრომის წითელი დროშის ორდენს” და ჩამოგლიჯა დირიჟორს პიჯაკის ბორტიდან. ელვის სისწრაფით მიიხურა კარი. მეორე დილით მიქელაძის ადგილას სადირიჟორო პულტთან ორკესტრსა და საოპერო დასს მიქელაძისვე აღზრდილი და მის მიერ თეატრში ასისტენტად მიყვანილი ახალგაზრდა დირიჟორი შალვა აზმაიფარაშვილი დახვდა, რომელმაც თამამად და ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა: “ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს კი დიახ, ასე მოუხდება!”…
ალექსი მაჭავარიანის მოგონებებიდან
დაპატიმრებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ბევრი ჭორი თუ მართალი დადიოდა თბილისში. ამბობდნენ, ლავრენტი ბერიამ ორახელაშვილების ოჯახზე შური იძიაო; ქეთევან ორახელაშვილი ქუჩაში დაუნახავს, მოსწონებია და გასაუბრებაც სცადა, მაგრამ ქეთევანის დედამ, მარიამ ორახელაშვილმა ამის უფლება არ მისცა და შვილს მკაცრად უთხრა “ამ გობმეშოს როგორ ელაპარაკებიო”… მალე ქეთევანი ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. ბერიას უყვარდა ოპერაში სიარული, ყველა პერმიერას ესწრებოდა, ერთხელ რეპეტიციაზე დასასწრებად მისულს ევგენი მიქელაძემ დარბაზი დაატოვებინა “თუ შეიძლება, უცხო პირები ნუ შემოდიან სამუშაო პროცესის დროსო”…
მოკლედ, ბერიას ეს ამბები არ დავიწყებია. როცა საშუალება მიეცა, ჯერ მამია და მარიამ ორახელაშვილები სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა. ორივეს წამებით ამოხდა სული. შემდეგ ევგენი და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დათხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონს მაინც უცვნია დაკითხვაზე მისული ბერიას ხმა.
– კიდევ ამბობ, რომ ხალხის მტერი არ ხარ? – უკითხავს ბერიას მიქელაძისთვის.
– ლავრენტი პავლოვიჩ, მე არასდროს ვყოფილვარ ქვეყნისა და ხალხის მტერი, – უპასუხია მიქელაძეს.
– საიდან იცი, რომ ლავრენტი ბერია ვარ?
– კარგი სმენა მაქვს და ხმაზე გიცანით, – უპასუხა მიქელაძემ.
ამბობდნენ, ამ სიტყვების შემდეგ ბერიამ გახურებული რკინის ჯოხი გაუყარა ყურებშიო.
დახვრეტის მომენტში ევგენი მიქელაძე მხოლოდ 34 წლის იყო.
1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ევგენი მიქელაძის მეუღლეს ქეთევან ორახელაშვილს, როგორც სამშობლოს მოღალატეების ოჯახის წევრს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აკმილინსკის შრომა-გასწორების ბანაკში მცირეწლოვან შვილებთან ერთად – თინათინი, მაშინ 3 წლის იყო, ვახტანგი კი წლინახევრის, როცა ბავშვები სრულწლოვანები გახდნენ, 1951 წელს ოჯახი ყარაგანდაში გადაასახლეს.
ფოტოზე – ევგენი მიქელაძე და ქეთუსია ორახელაშვილი
ბესო ზანგურის გვერდიდან.

კომენტარები

ევგენი მიქელაძე ზაქარია ფალიაშვილი 2023-02-22
ნინო ჩხეიძე
Tags ევგენი მიქელაძე ზაქარია ფალიაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ დიღომში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

შემდეგი სტატია

„შენს ბავშვთან ერთად დაგაგდებ, ბიჭო, „სკვაზნოიზე“ გესვრი, შენი დედა…“ – პოლიციამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე 4 პირი დააკავა

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ რაჭველი: ჩვენ თქვენთან ვართ, ვლოცულობთ და გისურვებთ უპირობო გამარჯვებას! Слава Украïнi! Героям Слава!”

ნიკოლოზ რაჭველი: ჩვენ თქვენთან ვართ, ვლოცულობთ და გისურვებთ უპირობო გამარჯვებას! Слава Украïнi! Героям Слава!”

ნინო ჩხეიძე 24 თებ 2023

უცნობი აივაზოვსკი

16 ოქტ 2017
როგორ აღვნიშნოთ სწორად 2023 წლის შემოსვლა

როგორ აღვნიშნოთ სწორად 2023 წლის შემოსვლა

ნინო ჩხეიძე 29 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge