გუჩი იტალიაში 1921 წელს დაარსდა.
კომპანიის მთავარი დამაარსებელი გახლდათ გუჩიო გუჩი.
ბრენდის ლოგოც სწორედ მის სახელს ეძღვნება.
მიუხედავად იმისა, რომ გუჩი იტალიაში დაარსდა, მისი სტილი ინგლისელებისგან იყო შთაგონებული.
როდესაც გუჩიო გუჩი ლონდონში მუშაობდა, ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდა, მათ შორის იყო მერილინ მონრო, უინსტონ ჩერჩილი, სწორედ მათი აქსესუარებითა და სტილით შთაგონებულმა გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის დაარსება.
პირველი ნივთი, რაც ბრენდმა დაამზადა, ტყავის ჩანთა იყო, რომელიც ცხენოსანს მიჰყიდა იტალიაში.
გუჩიო პერსონალურად უძღვებოდა კომპანიის მართვას. იგი 1953 წელს გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ბრენდს სათავეში ვაჟი ჩაუდგა, რომელმაც თანამშრომლობა ჰოლივუდის ცნობილ სახეებთან დაიწყო.
Gucci Hobo Bag ელიზაბედ ტეილორის ერთ-ერთი საყვარელი აქსესუარი იყო.
1980 წელს ბრენდი ლამის გაკოტრდა, რადგან გუჩის ოჯახის გარშემო დიდი სკანდალი გავრცელდა.
1994 წელს, პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად, ბრენდის კრეატიულ დირექტორად ტომ ფორდი დაინიშნა.
ბრენდთან თავის დროზე თანამშრომლობდნენ ალექსანდრ მაკ-ქუინი და სტელა მაკარტნი.
2015 წელს გუჩის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე გახდა, რის შემდეგაც კომპანიის გაყიდვების წილი 12%-ით გაიზარდა.
წყარო/ფოტო: The Fact Site
კომენტარები