NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»“სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

“სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

09 თებ 2023 ბიზნესი 152 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

SOLO მომხმარებლისთვის მათ ყოველდღიურობაზე მორგებული, მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზებას განაგრძობს. სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით კი ბაზარზე ახალი პროდუქტი SOLO X ჩაეშვა.

SOLO X მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული შეთავაზებაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, ბანკირის უშუალო ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლად და ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, 24/7-ზე მიიღონ ქოლ ცენტრის მხარდაჭერა და SOLO X-ის მიერ რეალურ დროში ბაზრის ტენდენციების ანალიზის შედეგად განახორციელონ ეფექტური ფინანსური გადაწყვეტები.

პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, SOLO X მომხმარებელს სთავაზობს წვდომას დისტანციურ სერვისებზე – ინტერნეტბანკზე, მობილბანკზე, იმეილბანკსა და SMS ბანკზე, აძლევს მათ შესაძლებლობას, ბანკომატიდან ყოველდღიურად გაანაღდონ თანხა გაზრდილი ლიმიტით, გახსნან პრემიუმ ანაბარი განსაკუთრებული პირობებით, მიიღონ თანხის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა და დარიცხული მაღალი სარგებელი. თუმცა, ეს SOLO X-ის ბენეფიტების მხოლოდ ნაწილია.

SOLO X ბანკინგი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბარათებს: Visa Platinum, Mastercard World Elite და SOLO PLUS Card ბარათს დაგროვების განსაკუთრებული პირობებით, რომლებიც მათ მეტი ბენეფიტებით უზრუნველყოფს, მათ შორისაა: აეროპორტებში Lounge Key-ზე წვდომა, სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სადაზღვევო პროდუქტები და სხვა.

კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, SOLO X LIFESTYLE-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს წვდომა წელიწადში 800 ექსკლუზიურ შეთავაზებასა და ფასდაკლებაზე, დაესწროს SOLO ღონისძიებებს, SOLO Talk-ებსა და მასტერკლასებს, ასევე, ისარგებლოს სპეციალური ფასით SOLO ბუტიკში ექსკლუზიურ ნივთებსა და SOLO TOUR-ის ფარგლებში მოგზაურობაზე.

“SOLO X მომხმარებელზე მორგებული პროდუქტია, რომელიც თითოეულ მათგანს უნიკალური გამოცდილებით უზრუნველყოფს. სწორ დროს, სწორ ადგილას – ეს ჩვენი მთავარი კონცეფციაა, რადგან SOLO X-ის მეშვეობით მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელ დროს, მათ უნიკალურ მოთხოვნილებებზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ“, – განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

SOLO X-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე:

https://solo.ge/ka/solo/products/solo-x

ნახეთ SOLO X-ის ვიდეო:

https://fb.watch/iAkL2CS5DO/?mibextid=NnVzG8

კომენტარები

SOLO TOP 2023-02-09
ნინო ჩხეიძე
Tags SOLO TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

შემდეგი სტატია

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

მსგავსი სტატიები

ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ნინო ჩხეიძე 12 იან 2023
2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა

2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა

სოსო ელისაშვილი 21 მარ 2018
თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის” ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge