რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში დიდი შეტევა უკვე დაიწყეს. ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ (ISW) იუწყება. ინფორმაციას liga.net ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსული ძალების ოპერაციის ტემპები სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ ბოლო კვირას მნიშვნელოვნად გაიზარდა. რუსულმა სამხედრო მეთაურობამ იქ, სავარაუდოდ, დამატებითი ძალები გადაისროლა.
„ამ რეგიონში რუსულმა ძალებმა დაახლოებით სამი დივიზიის მობილიზება მოახერხეს და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შეტევა დაწყებულია, თუმცა უკრაინულმა ძალებმა ამ დრომდე რუსულ ქვედანაყოფებს წინსვლის შესაძლებლობა არ მისცეს“, – აცხადებენ ISW-ში
ანალიტიკოსების ინფორმაციით, რუსებს კიდევ ორი დივიზია რეზერვში რჩებათ და ბრძოლაში მათი ჩართვაც იგეგმება. ამასთანავე, ყველა ამ ძალისხმევის მიუხედავად, მთელი ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაკავება ნაკლებად სავარაუდოა.
გარდა ამისა, შესაძლებელია შეტევების განხორციელება ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც, თუმცა ექსპერტები მას ყალბ დარტყმებს უწოდებენ, რათა უკრაინელებს ძირითადი მიმართულებიდან იქ ძალების გადასროლა მოუწიოთ.
კომენტარები