NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

09 თებ 2023 პოლიტიკა 139 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტზეც არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„პრეზიდენტის პოზიციასაც აქვს ერთი ახსნა, რომ მასზეც არის წნეხი იგივე ძალების მხრიდან, რასაც გლობალური ომის პარტიას ვეძახით. ეს არის პირობითი დასახელება. ჩვენ ზუსტად ვიცით, აქ ვინ და რა იგულისხმება, მაგრამ დავარქვათ გლობალური ომის პარტია. ამ გლობალური ომის პარტიის მხრიდან არის წნეხი. პრეზიდენტი ამ ეტაპზე არ დაექვემდებარა ამ წნეხს, მაგრამ მან ხომ არ იცის, ეს წნეხი რამდენად გაიზრდება? აქედან გამომდინარე გახდა უფრო მყიფე მისი პოზიცია. ადრე თუ მკაფიო პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, არა და არასოდეს, დღეს უკვე მოუწია საკუთარი პოზიციის შერბილება. იმიტომ, რომ მასზე არის სერიოზული წნეხი და მას რაღაც მომენტში შეიძლება, მოუწიოს მოქმედება, არა როგორც საქართველოს პრეზიდენტს. წნეხი კონკრეტულად უკავშირდება სააკაშვილის გათავისუფლებას, ამაზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უკავშირებს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის არგადავადების გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთდა, სადაც მან ხელისუფლებას პირდაპირ მიუთითა, რომ უნდა იყოს დათმობა, ხელისუფლებამ სამართლებრივი და ჰუმანიტარული საფუძვლები უნდა გამონახოს და მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.

შეკითხვაზე, რით ემუქრებიან საქართველოს პრეზიდენტს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ამ დეტალებში არ შევა.

„ამ დეტალებში არ მინდა შესვლა. ჭორების დონეზე რაღაცებზე იყო საუბარი, რა პრივილეგიები იყო შეთავაზებული და ასე შემდეგ. აქ საერთოდ არ მინდა შესვლა, მაგრამ არის კონკრეტული ინფორმაცია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც მომენტში შეიძლება, მასზე ეს წნეხი შედეგიანი აღმოჩნდეს. იმედია, არ იქნება ასე, მაგრამ აშკარაა, რომ არის სერიოზული წნეხი გარე ძალებიდან. აქ შიდა ძალები აღარ არსებობს, „ნაცმოძრაობა“ განულებულია და არიან ვიღაცები, ეს გლობალური ომის პარტია, რომელიც ანაცვლებს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან, რათა მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოიხსნას, რაც პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიდრე საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი არსებობს, მანამდე ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.

„მთავარია, ჩვენ არ მივცეთ სხვებს ამის საშუალება. აი, ახლა, აქ ნახევარი საათი რომ მიხეილ სააკაშვილზე ვილაპარაკეთ, სწორედ გლობალური ომის პარტიის წისქვილზე დავასხით წყალი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, რატომ საუბრობს პრეზიდენტი მის მიმართ მუქარასა და ბულინგზე და არის თუ არა ამ განცხადებების სავარაუდო ადრესატი ირაკლი კობახიძე, რადგან ბოლო პერიოდში ორ სახელისუფლო შტოს შორის ურთიერთობა გამწვავებულია, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიმართ არც ერთი მუქარა არ ახსენდება.

„არ არსებობს პრეზიდენტის მიმართ მუქარის არც ერთი ფაქტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის საგარეო კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც შეაფასა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა – „ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას?“… „ქვეყნის რეპუტაცია შეილახა, ნდობა შეირყა, ჩვენი ადგილი ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში გაურკვეველი გახდა, რაც თავისთავად შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, თუკი რუსეთმა დაიჯერა, რომ დავკარგეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა“.

„რაში გამოიხატა ეს? მაგალითად, ხომ უნდა თქვას, რომ მაშინ, სანქციებს უნდა მივერთებოდით, ან მოხალისეები უნდა გაგვეგზავნა, ან სხვა რამ უნდა გაგვეკეთებინა. კონკრეტიკა სად არის? არსად არ არის და ვიდრე კონკრეტიკა არ იქნება, პასუხის გაცემაც კი შეუძლებელია. რაში უნდა გამოხატულიყო ჩვენი სხვაგვარი დამოკიდებულება და რაში არ გამოიხატა, დააკონკრეტოს და სათითაოდ ვუპასუხებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე 2023-02-09
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც უმარავი უმძიმესი და უბინძურესი დანაშაული აქვს ჩადენილი

შემდეგი სტატია

გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

მსგავსი სტატიები

ბოქლომიც დაიდება და სამსახურებშიც ვერ შევლენ… ეს მთავრობა უკვე დასრულებულია

ბოქლომიც დაიდება და სამსახურებშიც ვერ შევლენ… ეს მთავრობა უკვე დასრულებულია

ირაკლი შალიკაშვილი 21 ნოე 2019
„თუ ვინმეს გჯერათ, რომ სარესტორნო და სამივლინებო ხარჯებში 200 მლნ. აქვს დავით ნარმანიას ჩადებული, ძალიან ცდებით“

„თუ ვინმეს გჯერათ, რომ სარესტორნო და სამივლინებო ხარჯებში 200 მლნ. აქვს დავით ნარმანიას ჩადებული, ძალიან ცდებით“

20 ნოე 2017
ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე

ნამახვანჰესთან დაკავშირებით პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებლად მივალთ კონსენსუსამდე

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

  • განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

    განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

  • ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

    ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

  • “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

    “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

  • ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება

    ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge