NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

ნინო ბურჯანაძე: ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა სალომე ზურაბიშვილისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა, თავშია: ხელისუფლება ვერ გათამამდებოდა, პრეზიდენტი თავის ადგილზე რომ ყოფილიყო

08 თებ 2023 პოლიტიკა 158 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს და ცუდი არ იქნებოდა, პრეზიდენტს ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო, ხელისუფლება ასე ვერ გათამამდებოდა.

„ძალიან უცნაურად გამოიყურება ქალბატონი სალომეს განცხადება. ყველას ბრალია ყველაფერი, გარდა პრეზიდენტისა? მე რა შუაში ვარო, შუაში კი არა თავშია. არ ვგულისხმობ მხოლოდ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესს. პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო, რომ შეესრულებინა ის მინიმალური ფუნქციებიც კი, რომელიც მას ჰქონდა და აქვს მინიჭებული კონსტიტუციით, დღეს ქვეყანაში სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა. დაწყებული სასამართლოების შესახებ კანონზე ვეტოთი, რომელიც ძალიან სერიოზული განაცხადა იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა ვეტოს გადალახავდნენ თუ არა. ხელისუფლება ასე ვერ გათამამდებოდა პრეზიდენტი რომ თავის ადგილზე ყოფილიყო.

მე შემიძლია დავეთანხმო პრეზიდენტს, რომ ბრალეულობის გარკვეული წილი ოპოზიციასაც აქვს, ხელისუფლებაზე აღარ ვლაპარაკობ, გასაგებია ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ბრალიცაა იმაში, რომ დღეს ქვეყანა ამ დღეშია. ოპოზიციის არათანმიმდევრულობა, ის რომ გაერთიანება ვერ შეძლო, როცა ყველაზე ძლიერი იყო, დაქსაქსულობის დაწყება საპარლამენტო მანდატების გამო, მაგრამ ყველამ თავის პასუხისმგებლობაზე უნდა ისაუბროს და ცუდი არ იქნებოდა, ერთი სიტყვა თვითკრიტიკულიც ეთქვა ამ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

TOP ნინო ბურჯანაძე 2023-02-08
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ნინო ბურჯანაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩეჩნეთის ლიდერის, რამ­ზან კა­დი­როვის კერძო თვითმფრინავი მალდივებზე დააფიქსირეს

შემდეგი სტატია

ბადრი ესებუა ქუთაისში მდებარე საპატიმროში გადაიყვანეს

მსგავსი სტატიები

ზურაბ მახარაძე: ჩემი სამძიმარი ალექსანდრ გელევიჩ დუგინს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს

ზურაბ მახარაძე: ჩემი სამძიმარი ალექსანდრ გელევიჩ დუგინს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს

ნინო ჩხეიძე 21 აგვ 2022

„ძალაუფლების კონცენტრაციამ, შეიძლება ითქვას გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
სამედიცინო დაწესებულებები ყალბი დოკუმენტაციით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებენ

სამედიცინო დაწესებულებები ყალბი დოკუმენტაციით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებენ

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge