NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

07 თებ 2023 ბიზნესი 164 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს – Data Challenge-ს ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების გაძლიერებაა. Data Challenge სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ახალი კავშირების დამყარებისა და საქართველოს ბანკში დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

აღსანიშნავია, რომ Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. მის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ისეთი ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგია, რომელიც საქართველოს ბანკის Facebook-ზე, მომხმარებლის მიერ დატოვებული უკუკავშირის ანალიზის შედეგად, მოახდენდა ბანკის მიმართ დამოკიდებულების იდენტიფიცირებას.

კონკურსში 85 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მინიმალური ზღვარი 21-მა გუნდმა გადალახა. ერთი თვის განმავლობაში გუნდები აქტიურად მუშაობდნენ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავებაზე, რომელიც ბიზნესებზე იქნებოდა მორგებული. კონკურსის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.

შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელს 30 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს 15 000, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 5 000 ლარი გადაეცა.

პირველ ადგილზე გუნდი CharliesAngels (ნიკა ლოსაბერიძე, ალექსანდრე აზიზიანი, ნინო ალანია) გავიდა, მეორე ადგილი გუნდმა N3 (ნიკა დოღონაძე, ნიკა ჩხარტიშვილი, ნინო ბასილაია) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი Synapse NLP (გურამი ქერეჭაშვილი, ნიკა ნიჟარაძე, ერეკლე შიშნიაშვილი) გახდა.

„ბიზნესზე მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები მომავლის ამინდს ქმნიან. ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინიციატივა სწორედ Data Challenge-ია“, – განაცხადა ირაკლი გოგატიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, როგორც თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. საინტერესო გამოწვევები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი უნარები, დაამყარონ ახალი კავშირები, გახდნენ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ინდივიდებისა და ექსპერტების ქსელის წევრი. ასევე, მათ შეუძლიათ შექმნან ტექნოლოგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესების გაციფრულებას და ამასთან, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

TOP ირაკლი გოგატიშვილი საქართველოს ბანკი 2023-02-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი გოგატიშვილი საქართველოს ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

შემდეგი სტატია

ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

მსგავსი სტატიები

დღეიდან უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა აიკრძალა

დღეიდან უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ნაღდი ანგარიშსწორებით გაცემა აიკრძალა

20 აგვ 2018

ირმა ქავთარაძე: „საქართველოს დაწინაურება ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში”

26 სექ 2018
500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია  დაიწყო

500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო

თამუნა 08 სექ 2020

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge