NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

07 თებ 2023 პოლიტიკა 127 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თქვენ ხართ, ორი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს, ერთად შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, „მოვა დრო, როცა ყველას მოუწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება“.

„ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც დამატებით ყველა სხვა პრობლემებთან ერთად, ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად გვევლინება ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. რა გვითხრა ევროკავშირმა? – გვითხრა, რომ ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიზებული მართლმსაჯულება და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. რა ვნახეთ გუშინ ჩვენ? – ჩვენ ვნახეთ, რომ მართულმა მოსამართლე არევაძემ, რომელმაც განაჩენი გამოუტანა მაგალითად, ჩემ თანაპარტიელებს – ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, გუშინ ასევე წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება გააჟღერა. ეს პრობლემა მარტო სააკაშვილის კონტექსტში კი არ არის, ეს აჩვენებს, მათ შორის, ევროკავშირს, რომ ქვეყანაში ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს. შეიძლება, არის ხალხი და ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი რაღაცაში დამნაშავეა, ამ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელიც სასამართლოს გამოაქვს, მსოფლიოში, არავის ნდობით არ სარგებლობს. ამიტომ წერს დღეს მთელი მსოფლიოს პრესა და ყველა ევროპელი პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილის დაღუპვა ჩვენს ციხეში, გადაულახავი დაბრკოლება იქნება ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამიტომ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას, სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, თუ პოლიტიკოსის მიმართ, მოვა დრო, როცა ჩვენ ყველას მოგვიწევს ფასის გადახდა იმაში, რაც დღეს ამ ქვეყანაში ხდება. შეგახსენებთ, შექსპირის ძალიან ცნობილ ტრაგიკომედიას ვენეციელ ვაჭარზე, როდესაც დაუოკებელი სურვილი, რომ ვიღაცას ფასი საკუთარი ხორცით გადაეხადა იმით დასრულდა, რომ მომთხოვნმა ყველაფერი დაკარგა. ასე დაკარგავს ყველაფერს ჩვენი სახელმწიფო, ყველაფერში ევროპულ მომავალს ვგულისხმობ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის ამ განცხადებას პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.

„მინდა სამადაშვილს სწრაფად ვუპასუხო, რომელმაც თქვა, თითქოს, 12 პუნქტის შესრულების შეფასების ანგარიში დაიდოო, ამბობენო. რა გითხრათ ქალბატონო სალომე, არანაირი 12 პუნქტის შესრულების ანგარიში არ დადებულა და ეს არც ჩვენ გვითქვამს. ტრადიციულ ფორმაში ხართ, თქვენვე იგონებთ ამბებს და თქვენ მოგონილ ამბებზე ბრაზდებით თქვენ თვითონ. ჩვენ არ გვითქვამს, რომ 12 პუნქტის შესრულების ანგარიში დაიდო, ამ წუთას თქვენ დაგვაბრალეთ, თითქოს, ჩვენ ვთქვით ასეთი რამ. რა ანგარიშიც დაიდო, თქვენ ძალიან კარგად იცით, ინგლისურადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, ქართულადაც. უბრალოდ, თქვენი პარტიის იდეოლოგია არ გაძლევთ საშუალებას, რომ ის ილაპარაკოთ, რაც საქართველოს წარმომადგენელ პოლიტიკოსს ევალება თავის ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ევროსასამართლოს დამოუკიდებლობაში თუ გეპარებათ ეჭვი, პირდაპირ თქვით, რადგან ეს ანტიევროპული განაცხადია და ლოგიკურიც იქნება, თქვენ საქმიანობასთან პირდაპირ შესაბამისობაში იქნება ასეთი განცხადება. ევროსასამართლომ თქვა ამ საქმეებზე, რომ სახელმწიფომ მაშინდელი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები და დანაშაულებს დააფარა ხელიო. რომელ სასამართლოს არ ენდობით, ევროსასამართლოს არ ენდობით? მაშინ პირდაპირ თქვით!“ – მიმართა სალომე სამადაშვილს არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

TOP სალომე სამადაშვილი 2023-02-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სალომე სამადაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

შემდეგი სტატია

ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

მსგავსი სტატიები

„ამ კანონის მიღების დროს მე სინდისი არ მქენჯნის“

„ამ კანონის მიღების დროს მე სინდისი არ მქენჯნის“

19 სექ 2018
ირაკლი კობახიძე: …ეს არის ფუჭად გასროლილი ტყვია

ირაკლი კობახიძე: …ეს არის ფუჭად გასროლილი ტყვია

ნინო ჩხეიძე 13 ივნ 2022
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა

28 თებ 2018

უახლესი ამბები

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

  • განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

    განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

  • ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

    ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge