NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

07 თებ 2023 პოლიტიკა 142 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ.

ადგილზე იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ლიდერები.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პროტესტი იქნება ყოველდღიური.

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არ მივცემთ უფლებას რუსულ რეჟიმს, პუტინს ჩააბაროს ჩვენი ქვეყანა. არ ვართ ჩვენ, ქართველები ის ხალხი, ვინც აპირებს, შეეგუოს მონობას. დღეს შეიძლება, ვიყოთ 500, ხვალ ვიქნებით 1000 და ზოგადად, ვართ მთელი საქართველო, ვინც ფიქრობს, რომ რუსებს უბრალოდ არ დავნებდებით და არ ჩაგაბარებინებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპა და თითოეული ადამიანი, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა ხვდებოდეს და იაზრებდეს, რომ გასაღები სწორედაც არის ამ პუტინის მონების დამარცხებაში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ჩვენ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე და ყველგან მოგაკითხავთ, არამარტო ღარიბაშვილს, მივმართავ იგივე ბრეგაძეს, რომლის განათლებაშიც ლომის წილი პრეზიდენტ სააკაშვილს მიუძღვის და ასე უხდის დღეს პუტინის მონობით ბატონი ბრეგაძე. ყველა თანამდებობის პირმა, ყველამ, ვინც სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, კარგად უნდა იცოდეს, რომ მოგაკითხავთ ყველგან. ოღონდ, ჩვენ გაგვხადეთ იძულებულები. ჩვენი სურვილი არ არის, ასე წარვმართოთ ჩვენი საქმიანობა, მაგრამ როდესაც თქვენ ფეხებზე იკიდებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ. ამიტომ ბრძოლა იქნება ყოველდღიური და ყველა დღეს, სადაც არ უნდა წახვიდე ირაკლი, ანტონი, ტრი ტრი, ყველგან მოგიწევს უკან-უკან გამოხედვა, რადგან ქართველი ხალხის სუნთქვას იგრძნობ ზურგში და ამას შენ აუცილებლად ნახავ. ხვალ, 17:00 საათზე ყველას გელოდებით კანცელარიასთან. პროტესტი იქნება ყოველდღიური და ჩვენ ყველას მოგაკითხავთ, ყოველდღიურად, სანამ არ გავალთ შედეგზე. შედეგი არის პრეზიდენტ სააკშვილის თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობა 2023-02-07
ნინო ჩხეიძე
Tags ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

შემდეგი სტატია

ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

მსგავსი სტატიები

ვაკის ოლქი იქნება ის ოლქი, სადაც „აფსაიდში“ აღმოჩნდება „ოცნების“ კანდიდატი და ორთაბრძოლა გაიმართება ჩემსა და ელენე ხოშტარიას შორის

ვაკის ოლქი იქნება ის ოლქი, სადაც „აფსაიდში“ აღმოჩნდება „ოცნების“ კანდიდატი და ორთაბრძოლა გაიმართება ჩემსა და ელენე ხოშტარიას შორის

ირაკლი შალიკაშვილი 03 სექ 2020

„ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში ასახულ საკითხებს ჩვენ ვერ გავიზიარებთ“

04 ოქტ 2017
კალაძე: დაგეგმილი გვაქვს ოპოზიციასთან შეხვედრა

კალაძე: დაგეგმილი გვაქვს ოპოზიციასთან შეხვედრა

16 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge