“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 7 თებერვალს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.
როგორც მან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ.
მან პრემიერ-მინისტრს მიმართა და „პუტინის მონის მონა“ უწოდა.
„მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მის მთავრობასთან ერთად ყველგან პრობლემა ექნება. გაძლიერებული პოლიციის და დაცვის თანხლებით მოუწევს დაძინებაც და გაღვიძებაც.
ჩვენ გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე. ყველგან მოგაკითხავთ. მივმართავ, რატი ბრეგაძეს, რომლის განათლებაში ლომის წილი შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დავნებდეთ. ბრძოლა ყოველდღიური იქნება”,- განაცხადა ხაბეიშვილმა და მიმართა მხარდამჭერებს: „ხვალ 17:00 საათზე, ყველას მთავრობის ადმინისტრაციასთან გელოდებით. პროტესტი ყოველდღიური იქნება, სანამ შედეგზე არ გავალთ” , – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარები