„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დაიწყო.
შეკრებილები სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებენ.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამოქმედო გეგმას გაახმოვანებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ის პატიმრობაში დატოვა.
ამის შემდეგ, ენმ-ში საგანგებო თათბირი ჩატარდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
საპარლამენტო ბოიკოტს, ასევე, შეუერთდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.
საპარლამენტო ბოიკოტს, ასევე, არ უერთდება: „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“.
კომენტარები