NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

07 თებ 2023 პოლიტიკა 168 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა, თუ რას ითვალისწინებს, საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა.

როგორც მან აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას არანაირ საპარლამენტო ფორმატში.

ამასთან, მისი თქმით, განიხილავენ მანდატების დატოვების საკთხსაც საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.

„პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებში და არანაირ საპარლამენტო ფორმატში. ვერ ვხედავთ იმ სივრცეს, რომელიც ნორმალური პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, რომ კანონი უნდა კანონობდეს. საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე აკეთებენ განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. როდესაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს უკავშირებენ ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ხელისუფლება უკანონო გადაწყვეტილებას იღებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც პოლიტიკა არ ტარდება საპარლამენტო სტრუქტურებში, ქუჩაში უნდა გადაინაცვლოს და ხელისუფლებამ იგრძნოს ხალხის ძალა.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას. ამავდროულად, ჩვენ ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობა ამ პროცესში. მათი თხოვნა იყო თავის დროზე, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო ინტერესები საბსოლუტურ უგულებელყოფას. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“. ამიტომ, ვწყვეტთ საქმიანობას, ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ ერთპარტიული პარლამენტი, გადავინაცვლოთ ქუჩაში და იქ დავიწყოთ პოლიტიკის კეთება ხალხთან ერთად, რადგან “ქართულ ოცნებასთან“ არანაირი საერთო სივრცე აღარ დარჩა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

TOP ლევან ბეჟაშვილი 2023-02-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან ბეჟაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

შემდეგი სტატია

თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

მსგავსი სტატიები

დაფინანსების არსებობის წინააღმდეგი ვარ, ეს სისტემა სტიმულებს აუკუღმართებს

დაფინანსების არსებობის წინააღმდეგი ვარ, ეს სისტემა სტიმულებს აუკუღმართებს

ირაკლი შალიკაშვილი 17 დეკ 2020
“ქართული ოცნება” ეძებს საბაბს, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება

“ქართული ოცნება” ეძებს საბაბს, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება

ირაკლი შალიკაშვილი 01 თებ 2021

ცესკოში საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა

21 სექ 2017

უახლესი ამბები

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

  • განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

    განათლება ქმნის მომავალს – საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სასწავლებლად 1200 მოსწავლე დარეგისტრირდა

  • ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

    ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

  • “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

    “წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით”

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

  • ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება

    ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი: უკრაინას დიდი კონტრშეტევის მხოლოდ ერთი მცდელობის საშუალება ექნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge