NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

07 თებ 2023 პოლიტიკა 135 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია – საზოგადოებას აქტიური სამოქალაქო პროტესტისკენ მოვუწოდებთ. დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაა მიმართული.

„გუშინ, ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობის და განზრახ მკვლელობის ფაქტი გაფორმდა. სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია. საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური შურისძიებით ინსპირირებული სამივე ხელისუფლების მიერ შეთანხმებული სისტემური დანაშაულებრივი მოქმედება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს გადაწყვეტილება არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლოზე, მიხეილ სააკაშვილზე. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორები სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანური და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინებს უკავშირებდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, „ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იღებს გადაწყვეტილებას და საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არც პლენარულ სხდომებში, არც საკომიტეტო მოსმენებსა და სხვა საპარლამენტო ფორმატებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.

პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების შესახებ. საუბარია მანდატების დატოვებაზე. კონსულტაციები გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. საპარლამენტო და გარე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარების განვითარების კვალდაკვალ, გადაწყვეტილი გვაქვს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმები გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილი საზოგადოებას დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ქართული საზოგადოება კოლექტიური მკვლელების საზოგადოებად აქციოს და აიძულებს ხალხს, ვიყოთ ჩუმი თანამონაწილეები მესამე პრეზიდენტის მოკვდინების. 21-ე საუკუნეში საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას, ეს არის ჩვენი ღირსების ვალდებულება და საზოგადოების ღირსების ტვირთი. საქართველოს საზოგადოებას, აქტიური სამოქალაქო პროტესტისკენ მოვუწოდებთ, რათა ხელისუფლებას ხალხის ძალა ვაჩვენოთ რუსული რევანშისტული რეჟიმის მიმართ. ახლა დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის. ყველას მოვუწოდებ, დღეს, მთავრობის კანცელარიასთან შევიკრიბოთ, რათა ხელისუფლებას ხალხის ძალა ვაჩვენოთ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილი 2023-02-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

მსგავსი სტატიები

ნაცმოძრაობა არის მე-5 კოლონა, რომელიც საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

ნაცმოძრაობა არის მე-5 კოლონა, რომელიც საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს

ირაკლი შალიკაშვილი 17 ივლ 2019
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან, 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პირველი სექტემბრიდან, 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს

ირაკლი შალიკაშვილი 09 სექ 2022
ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს, რაც არის სამარცხვინო

ევროპარლამენტარების გზავნილებს ხელისუფლება პარლამენტის წინ აღმართული ღობით პასუხობს, რაც არის სამარცხვინო

ირაკლი შალიკაშვილი 22 იან 2020

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge