NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

ირაკლი კობახიძე ნონა წოწორიაზე: ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში

07 თებ 2023 პოლიტიკა 240 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

წარმოიდგინეთ, ასეთი ადამიანი [ნონა წოწორია], რომელიც ქართველ ხალხს უწოდებს ბრბოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იყო, ის გააგზავნა „ნაცმოძრაობამ“, ადეიშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში.

„რა ღირებულებები ჰქონდა ამ ხალხს და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ ზოგადად გადაწყვეტილებების მიღების დროს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სირცხვილია ის, რომ ჩვენი არა, მაგრამ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო ის ამ სასამართლოში. რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო სირცხვილია ის, რომ ასეთი ადამიანი 9 წლის განმავლობაში საქართველოს წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოში.

მეორე სირცხვილია, ის, რომ ნონა წოწორია ახლა მოლდოვაში, მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობს. ეს მეორე პრობლემაა. როდესაც ნონა წოწორია, ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე მოსამართლეებს არჩევს მოლდოვაში. ეს არის მოლდოვისთვის ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს პრობლემები ჩვენ 9 წლის განმავლობაში გამოვიარეთ. სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს მოლდოვას უდგას. ძალიან კარგად გვახსოვს ე.წ. შეფასების პროცესი როგორ დასრულდა სასამართლოს წმენდით და შემდეგ სრული კონტროლის მოპოვებით სასამართლოზე სააკაშვილისა და ადეიშვილის მხრიდან და დღეს, წოწორია ასეთივე პროცესში არის ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან მძიმეა ჩვენი მეგობარი მოლდოველი ხალხისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ნონა წოწორიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „ნამდვილად დამნაშავეა მესამე პრეზიდენტი, რომ ადამიანების რაღაც ჯგუფს ბრბოსგან სახელმწიფოს შექმნის იდეა დაგვაჯერა“.

კომენტარები

TOP ირაკლი კობახიძე ნონა წოწორია 2023-02-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი კობახიძე ნონა წოწორია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა გვარამია: სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებით საქართველოში სიკვდილით დასჯა ეფექტურად აღდგა

შემდეგი სტატია

თურქეთის საელჩოს განცხადება

მსგავსი სტატიები

მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი

მინდა პრემიერს შევახსენო, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, ყოველთვის ია-ვარდებით არის მოფენილი

ირაკლი შალიკაშვილი 22 მაი 2020
„ვაი, თუ გავიდა ვაშაძე დავიღუპებით და სამოქალაქო ომი მოხდება… ასეთი განწყობა საზოგადოებაში არ არის”-ლია მუხაშავრია  (რუსთავი 2)

„ვაი, თუ გავიდა ვაშაძე დავიღუპებით და სამოქალაქო ომი მოხდება… ასეთი განწყობა საზოგადოებაში არ არის”-ლია მუხაშავრია (რუსთავი 2)

01 ნოე 2018
რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს, საქართველო კი სიკეთეებით სარგებლობას

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას მილიტარისტულ რიტორიკას სთავაზობს, საქართველო კი სიკეთეებით სარგებლობას

ირაკლი შალიკაშვილი 13 სექ 2019

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge