NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

07 თებ 2023 პოლიტიკა 156 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს, დღეს მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი გადაქაჩულია ამ თემაზე და სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემები თითქოს არც კი არსებობს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

ხუხაშვილი აცხადებს, რომ  სააკაშვილი მთლად კარგად არ არის და ამას უკვე ხელისუფლებაც აღიარებს ირიბად.

მისი თქმით, პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

„დღევანდელი მთავარი თემა ბუნებრივია, სააკაშვილია. ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი გადაქაჩულია ამ თემაზე და სხვა სახელმწიფოებრივი პრობლემები თითქოს არც კი არსებობს ამ ქვეყანაში.

სააკაშვილის საკითხი 3 ძირითად განზომილებას მოიცავს. ეს გახლავთ:სამართლებრივი, ჰუმანიტარული და პოლიტიკური. რაც შეეხება სამართლებრივს, სამართლებრივის  განხილვას აზრი არ აქვს საქართველოში სამწუხაროდ, დიდი ხანია იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ნდობა არის  დაბალი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ გამოსატან ვერდიქტზე, ვსაუბრობთ არა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, არამედ ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

რაც შეეხება ჰუმანიტარულს, აქაც ყველაფერი უკვე გასაგებია. ხელისუფლება ირიბად აღიარებს, სააკაშვილი მთლად კარგად არ არის, ანუ ისინი აღარ საუბრობენ სიმულაციაზე, არამედ საუბრობენ თვითდაზიანებაზე. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იქცევა პატიმარი, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მაინც სახელმწიფოა პასუხისმგებელი.

ეს საქმე მთლიანად პოლიტიკურია. ჩემი აზრით, სახელმწიფო ინტერესი არის მისი გაშვება, სააკაშვილის ფაქტორის ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. ეს გარკვეულწილად შეარიგებს საბოლოო ჯამში საზოგადოებას. უნდა გვესმოდეს – ჩვენ გვჭირდება დაწყნარება, წინ გახედვა, სახელმწიფოებრივ პრობლემებზე ორიენტაცია და შესაბამისად, სააკაშვილის ფაქტორის დომინირება ძალიან სერიოზულად აზიანებს ქვეყანას, როგორც საშინაო პოლიტიკური გაგებით, ისე საგარეო პოლიტიკური გაგებით. ასე რომ, თუ ის იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.

კომენტარები

TOP გია ხუხაშვილი 2023-02-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გია ხუხაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

შემდეგი სტატია

სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

მსგავსი სტატიები

ირაკლი ზარქუა: ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ

ირაკლი ზარქუა: ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ

ნინო ჩხეიძე 26 სექ 2022
რას დაკარგავს ქვეყანა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს პარლამენტი?

რას დაკარგავს ქვეყანა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონპროექტს არ მიიღებს პარლამენტი?

ირაკლი შალიკაშვილი 06 ივლ 2020
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2019

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge