აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს „ყურადღებით აკვირდება“.
მისივე თქმით, აშშ დიდ ყურადღებას სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს აქცევს.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის [მიხეილ სააკაშვილის] საქმეს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებებსა და შეფასებებს, და მათი ბოლო ვიზიტის მდგომარეობით, ისინი კვლავ შეშფოთებულნი არიან, რომ ბატონი სააკაშვილი არ იღებს მისთვის საჭირო ზრუნვას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Europetime-სთან საუბრისას.
კომენტარები