“მე სიამაყით მივიღე მისი გვარი, ეს დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა”, – ჯინ უოტსი.
ბედნიერი დასასრული ზოგჯერ აგვიანებს, თუმცა მაინც მოდის და უფრო ბედნიერი აღმოჩნდება, ვიდრე ელოდი. გასულ წელს People-მა აღმოაჩინა ქალბატონი, რომელიც თავისი ცხოვრების სიყვარულს 42 წლის შემდეგ დაუკავშირდა.
“როცა მან ცოლობა მთხოვა, ათასჯერ განვაცხადე თანხმობა. გვინდა, რომ დაკარგული 42 წელი ავანაზღაუროთ”, – ამბობს ჯინი.
ჯინი და სტეფანი ერთმანეთს 1971 წელს შეხვდნენ. მაშინ ჯინი პირველ კურსელი იყო, ხოლო სტეფანი უკვე ჩიკაგოს უნივერსიტეტს ამთავრებდა.
“ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი ნამდვილი სიყვარული”, – ჯინის თქმით, ამ დიდ გრძნობას ხელს დედამისი უშლიდა, რომელსაც არ სურდა მისი ქალიშვილი აფროამერიკელ მამაკაცს შეხვედროდა.
წყვილი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებოდა შვიდი წლის განმავლობაში, თუმცა, როცა ჯინიმ საექთნო სკოლა დაასრულა და მუშაობა დაიწყო, მათ კომუნიკაციის პრობლემები შეექმნათ, რადგან სტეფანს მანქანა არ ჰყავდა და შეყვარებულის ნახვას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მათ დაშორება მოუწიათ.
“ყველაფერი ზედმეტად რთული იყო. დედაჩემის და ჩემი ოჯახის დამოკიდებულება ძალიან ცუდად აისახებოდა ჩემზე. იძულებული გავხდი უარი ეს გამეკეთებინა, რადგან არ მინდოდა ახლობელი ადამიანები დამეკარგა, ამიტომ ცოლობაზე უარი ვუთხარი”.
წყვილი ოთხი დეკადის განმავლობაში ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდა. მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ.
2021 წელს, როცა ჯინი განქორწინდა, მან სტეფანის ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდა. ჯინი ჩიკაგოში გაემგზავრა, რათა საყვარელ მამაკაცს პირადად შეხვედროდა.
“მინდოდა გამეგო, როგორ იყო, დაქორწინდა თუ არა, შეძლებდა ჩემს პატიებას თუ ვერა”, – როცა ჯინი ოთახში შევიდა, სტეფანმა მაშინვე იცნო და ტირილი დაიწყო.
“ვიცოდი, რომ ისევ ვუყვარდი”, – რამდენიმე თვის შემდეგ მათ იქორწინეს. მოკრძალებული ცერემონია 2022 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა წყვილის სახლში. საღამოს 65 ადამიანი დაესწრო. 42 წლის შემდეგ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულებმა დიდი ხნის ოცნება აიხდინეს.
წყარო/ფოტო: People
კომენტარები