NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»„სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

„სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

04 თებ 2023 სამართალი 223 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა და მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია.

აღნიშნულის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ორგანიზაციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში სასამართლოს გადატვირთულობა და საქმეთა გაჭიანურება დიდი ხანია მწვავე და გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთ მიზეზად მოსამართლეთა მცირე რაოდენობა სახელდება. შესაბამისად, სასამართლოს შევსება საჭირო რაოდენობის კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ახალი კადრებით, სასამართლო სისტემის გადატვირთულობის შესამცირებლად, ერთ-ერთი გამოსავალია.

„ამის საპირისპიროდ, მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსების დაკვირვება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსამართლეობის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება.

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით, 310 მოქმედი მოსამართლე და 100-მდე თავისუფალი ვაკანსიაა, ხოლო, მიმდინარე კონკურსის მონაცემებით, მოსამართლეობის კანდიდატი 20-ზე ნაკლებია.

2022 წლის 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის 76 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 28 ნოემბერი – 14 დეკემბერი; ხოლო, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 23-25 იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა. ამ კონკურსის ფარგლებში იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ჯერ არ შეურჩევია. მიმდინარე კონკურსში კონკურენციის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. თავდაპირველად მოსამართლის 76 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის სურვილი 21-მა პირმა გამოთქვა და ყველა მათგანი, ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა. მოგვიანებით, მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, ვინაიდან რამდენიმე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. ამავდროულად, კანდიდატების ნახევარზე მეტი მოქმედი მოსამართლეა, მათ სხვა სასამართლოში გადასვლა ან უვადოდ დანიშვნა სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არსებული სურათი, მოსამართლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, არ შეიცვლება, რადგან ისინი ისედაც ახორციელებენ სამოსამართლო უფლებამოსილებას. რაც შეეხება ისეთ კანდიდატებს, რომლებიც მოქმედი მოსამართლეები არ არიან, მათი რაოდენობა 10-ზე ნაკლებია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სასამართლოს გუშაგის“ განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სისტემაში ახალი კადრების შესვლით დაინტერესებული არ არის.

მათივე განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებები დიდი დოზით დისკრეციულია, რაც სასამართლოში გარედან კადრების მიზიდვას აფერხებს.

„კონკურენციის ნაკლებობის პირობებში, იუსტიციის საბჭოს განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების დასასაბუთებლად. პირთა წრე, რომელთაც მოსამართლედ დანიშვნის პერსპექტივა აქვთ, საკმაოდ ვიწროა. ამას ორი მიზეზი აქვს – ერთია სასამართლოში კარიერის მიმართ ინტერესის ნაკლებობა, რაც დიდწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და შერჩევის პროცესების მიმართ უნდობლობით აიხსნება; მეორეა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიფრთხილე, არ დაუშვას არაპროგნოზირებადი და არაკონტროლირებადი კადრების სისტემაში შესვლა. იუსტიციის საბჭოს ამოცანას, დააკომპლექტოს სასამართლოები ასეთი კადრებით, ადვილად მისაღწევს ხდის ის ფაქტი, რომ მოსამართლეობა მიმზიდველი აღარ არის კვალიფიციური, გამოცდილი იურისტების დიდი ნაწილისთვის. სასამართლო სისტემაში კარიერის მიმართ დაბალი ინტერესის პირობებში, საჭიროა ისეთი ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის ღიაობის პოლიტიკას, რათა სასამართლოები ახალი, პროფესიონალი კადრებით შეივსოს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

TOP სასამართლოს გუშაგი 2023-02-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP სასამართლოს გუშაგი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

შემდეგი სტატია

რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

მსგავსი სტატიები

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერის სასამართლო პროცსი გადაიდო

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერის და ყოფილი ვიცე-მერის სასამართლო პროცსი გადაიდო

14 თებ 2019
გერმანელი ექთანი 84-ზე მეტი ადამიანის  მკვლელობაში არის ბრალეული

გერმანელი ექთანი 84-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში არის ბრალეული

28 აგვ 2017

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პაუსუხობს

12 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge