NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

04 თებ 2023 კულტურა 181 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“ჯემალ ღაღანიძე..!
როგორც ჰამლეტი სიკვდილთან შეხვედრისას ამბობს:
“მარადიული სიჩუმე მხოლოდ!”
შესაძლოა, იქ მართლა სიჩუმე გველის,
მაგრამ სანამ აქ ვართ, ვისაც მსახიობი ჯემალ ღაღანიძე უნახავს ვერ გავჩერდებით!
უნიკალური მსახიობი, შეუდარებელი ნიჭის პატრონი – არავის რომ არ გავდა!
თეატრის უანგარო ქომაგი და,
როგორც დიდ მსახიობებს ეკადრებათ, თეატრის მსხვერპლიც!
რუსთაველის თეატრის ჭეშმარიტი რაინდი – არავითარი ქედმაღლობა – მთავარი იყო:
სცენა, როლი და
საოცარი ქმნილებები!
პირველ სპექტაკლშივე დავაკავე – ერთ ციცქნა როლს ბრწყინვალედ თამაშობდა – ფსიქიატრს(დღეს რომ ყველას გვჭირდება!)
და მას შემდეგ, თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა ჩემთან! როცა როლებს ვანაწილებდი, ბრწყინვალე იუმორის პატრონი შეხვედრისას დიდი პატივისცემით – მსახიობებს რომ გაეგოთ – მეტყოდა ხოლმე:
– მე არ დაგავიწყდე, ხომ იცი, შენი სპაქტაკლების მე ერთადერთი თილისმა ვარო!
ხოდა დავრჩი ბრწყინვალე ღმერთის ნაბოძ ამულეტის გარეშე!
მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!
იქ მშვიდათ დაისვენე, ჯემალ, – ხმაური მაინც არ გიყვარდა!
ხმაური აქ მოგვიღებს ბოლოს,
ამ ცოდვილ მიწაზე!
მალე ჩვენც მარადიულ სიმშვიდეს ვეწვევით!
აბა, შენ იცი, შენებურად დაგვხვდი!
შენი რობიკო!” – წერს სოციალურ ქსელში რობერტ სტურუა.
კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

TOP რობერტ სტურუა ჯემალ ღაღანიძე 2023-02-04
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რობერტ სტურუა ჯემალ ღაღანიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

შემდეგი სტატია

პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

მსგავსი სტატიები

პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

პირველი საერთო გამოჩენა ოსკარების სკანდალის შემდეგ – უილ და ჯადა სმიტები

ანო 15 აგვ 2022
რუსთაველის თეატრი 140-ე სეზონს 8 სექტემბერს გახსნის

რუსთაველის თეატრი 140-ე სეზონს 8 სექტემბერს გახსნის

19 აგვ 2018
დავით კალანდია: ალბათ, პოეტების მუზა ევტერპეს, დღეს შავი სამოსი აცვია

დავით კალანდია: ალბათ, პოეტების მუზა ევტერპეს, დღეს შავი სამოსი აცვია

ნინო ჩხეიძე 10 იან 2022

უახლესი ამბები

  • პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

    პენალტი მოიპოვა და გაიტანა!

  • ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

    ნინო წილოსანი: მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!

  • რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

    რატი ბრეგაძე: სამინისტრო და პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

  • საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

    საქართველოს ბანკისა და კომპანია „ანკოს“ პარტნიორობით სამგორში ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

  • ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

    ანდრია ჯაღმაიძე მედიას: იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით?

  • თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

    თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

  • სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

    სი ძინპინი: ჩინეთი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან ერთად საერთაშორისო წესრიგის დასაცავად იმუშაოს

  • გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

    გიორგი ვაშაძე – დეპუტატის მანდატის დატოვება პასუხისმგებლობიდან გაქცევაა

  • ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

    ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს

  • ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

    ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა სამარცხვინო „ფეიკებით“ გაჯერებული სიუჟეტი, რომელიც ჩემი მცირეწლოვანი შვილის ვიდეოგამოსახულებას შეიცავს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge