„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს ქართველი პოლიტიკოსებისა და სხვა პირებისთვის ლოცვას აიძულებენ. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მეტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა.
„მინდა გითხრათ, რომ ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც იმიტომ, რომ პიროვნებაა, რომელმაც ამ ქვეყანას დიდი ამაგი დასდო. ლოცვებში მოხსენება ბატონი ბიძინასი კი არა, კომუნისტების დროს მთავრობის წევრებზე ვლოცულობდით, რას ლაპარაკობთ“, – განაცხადა მეუფემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
კომენტარები