“ვოის-ფარსის მორალურად დაზარალებული მონაწილეების მიერ აყვანილნი უნდა იყვნენ იურისტები და მათ მიერ, საჯაროდ უნდა გასაჩივრდეს და გამოაშკარავდეს ეს აფიორა და წინასწარ ჩაწყობილ-დადგმული სპექტაკლი!!
შეიქმნას პეტიცია, გაუქმდეს შედეგები! მოეწყოს:
ან 20 კაციანი ავტორიტეტული კომისიის მიერ საყოველთაო მოსმენა და მათ გადაწყვიტონ ევროვიზიაზე წამსვლელი!
ან შეიქმნას ევროვიზიის რჩეულის ფეისბუკ გვერდი. აიტვირთოს ყველა გამომსვლელის კლიპები და ვინც ყველაზე მეტ ხმას, კომენტარს დააგროვებს ელექტრონულად…წავიდეს ის!
ან….სხვა ვერსიები ხალხმა მოიფიქროს!
ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს
” – წერს სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი თამარ ივერი.


კომენტარები